ყველასათვის ცნობილი ულამაზესი სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა 37 წლის ასაკში წარმატებული მოდელი, საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და 5 შვილის დედაა. მიუხედავად მისი გადატვირთული გრაფიკისა და საკმაოდ დამღლელი ცხოვრების სტილისა, ის იდეალური ფორმის შენარჩუნებას მაინც ახერხებს. ვინაიდან და რადგანაც ეს ყველა ქალბატონის ოცნებაა, აუცილებლად ჩნდება კითხვა რისი წყალობით და როგორ გამოიყურება ასე კარგად მოდელი, რომელიც ამდენ საქმეს უთავსებს ერთმანეთს.
იმისთვის, რომ შეინარჩუნოს იდეალური ფორმა, მოდელი პირველ ადგილზე აყენებს კვების რეჟიმს. საჭმლის მომზადებისას ის არ იყენებს ისეთ პროდუქტებს როგორიცაა მანგო, წიწიბურა, მზესუმზირა, ბანანი, ავოკადო და წითელი ხორცი. ასევე მოდელმა ტკბილეულსა და ნამცხვრებზე უარი თქვა. ყოველი დილა იწყება 1 ჭიქა ლიმონის წვენით გაზავებული თბილი წყლით. ნატალია დროთა განმავლობაში ანებივრებს საკუთარ თავს და იმზადებს ისეთ საყვარელ კერძებს, როგორიცაა კარტოფილის ღვეზელი, ვაშლის ორცხობილა და "ტოლმა".
მეორე ადგილს იკავებს - სპორტი. ნატალიას ძალიან უყვარს იოგა, რომლის დახმარებითაც ის გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ დუნდება. თუმცაღა ამ ბოლო დროს, იმისათვის, რომ წონაში არ მოიმატოს, მოდელმა პირად ქორეოგრაფთან დაიწყო ცეკვის გაკვეთილებზე სიარული. ხუთივე მშობიარობის შემდეგ ნატალია სწრაფად დაუბრუნდა ჩვეულ ფორმას, რაც მისი გენების დამსახურებაა, თუმცაღა ახლა თვლის, რომ საჭიროა აქტიური ვარჯიში ფორმის შესანარჩუნებლად.
"არავითარი საიდუმლო! როგორც კი ექიმი დამრთავს ნებას ვიწყებ სპორტულ აქტივობებს! მშობიარობის შემდეგ პილატესზე ეფექტური არაფერია" - განაცხადა მოდელმა ერთ-ერთი მშობიარობის შემდეგ.
როგორც აღმოჩნდა, ნატალია ვოდიანოვა პირველად კოსმეტოლოგს 33 წლის ასაკში ესტუმრა, რადგან არ იცოდა როგორ უნდა მოეარა თვალების ქვეშ არსებული კანისთვის. მას შემდეგ ის დიდ ყურადღებას აქცევს სახის კანის დატენიანებას და ინტენსიურად იკეთებს ღამის ნიღაბს ძილის წინ. მოდელის სახის მოვლის საყვარელი პროდუქტები La Roche-Posay-სა და Guerlain-ს ეკუთვნის.
იდეალური ფორმის შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშნვნელოვანი კომპონენტი თმის მოვლაა. თმის შეღებვა მოდელმა პირველად 30 წლის ასაკში დაიწყო, რასაც დიდი ცვლილება არ მოუტანია, უბრალოდ ნატალიამ გადაწყვიტა ოდნავ უფრო საინტერესო გაეხადა საკუთარი თმის ფერი. თმის მოცულობის გაზრდისთვის სუპერმოდელი Christophe Robin-ის ვარდისფერ წყალს იყენებს. როგორც ჩანს მოდელი კოსმეტოლოგებთან შედარებით, თმის სტილისტებს ბევრად უფრო ხშირად სტუმრობს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ნატალიას თმის მოვლის პროცედურებისადმი განსაკუთრებული სიყვარულია.
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მას ყოველთვის მაკიაჟით ვხედავთ და სხვაგვარად ვერც კი წარმოვიდგენთ როგორია, ნატალიას საერთოდაც არ უყვარს გადატვირთული მაკიაჟის ტარება, რომელიც სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების ჩარევას საჭიროებს. მას მოსწონს მსუბუქი მაკიაჟი, რომელიც ფარავს გარკვეულ დეფექტებს. მოდელი ხშირად იყენებს "ტუშს", რომელიც ალამაზებს მის თვალებსა და წამწამებს. დღის განმავლობაში ნატალია მხოლოდ თვალის ფანქრითა და წარბის "გელით" ილამაზებს თავს, ასევე არასოდეს გამოდის სახლიდან ტუჩის დამარბილებელი საცხის გარეშე.