ქალბატონების ჯანმრთელობა და სილამაზე განსაკუთრებულ ყურადღებასა და ძალისხმევას მოითხოვს. იმისთვის, რომ ქალი გამოიყურებოდეს კარგად, შეინარჩუნოს ენერგიულობა და საერთოდ იყოს კარგ ფორმაში აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა და კონკრეტული რუტინას მიყოლა. ამ რუტინასა და წესებში კვების რაციონი ძალიან დიდ როლს ასრულებს და სწორედ ზემოთხსენებული ჯანმრთელობისა და სილამაზის ერთ-ერთი გარანტი სწორად შერჩეული საკვების მიღებაა. ამიტომ ჩვენ შემოგთავაზებთ იმ პროდუქტების სიას, რომლებიც ქალბატონებს სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში შეუწყობს ხელს.
ფრანგები გამხდარი და დახვეწილი სხეულით გამოირჩევიან და ამის მიზეზი სწორედ მათი კვების რაციონია. ყველი და იოგურტი ორი პროდუქტია, რომელიც მათი დღიური მენიუს მთავარ ნაწილს შეადგენს. საქმე იმაშია, რომ ყველა რძის პროდუქტის მთავარი ნაწილია კალციუმი, რომელიც ორგანიზმის კარგ ფორმაში ყოფნისვის, კბილების, თმებისა და ფრჩხილებისთვის აუცილებელია. გარდა ამისა კალციუმი ამაგრებს ძვლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სახსრებთან და კუნთებთან ასოცირებული პრობლებემი ნაკლებად შეგაწუხებთ.
თევზის ცხიმიანი სახეობები ქალთა ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ომეგა-3 მჟავას შეიცავს. სწორედ ეს ნივთიერება განაპირობებს კანის ელასტიურობას და ზოგადად მის მდგომარეობას. შესაბამისად თუკი წითელ თევზს თქვენს მენიუში დაამატებთ, ნაოჭებისა და კანის დაზიანებებისგან მაქსიმალურად დაიზღვევთ თავს.
კივი, ციტრუსები, მოცვი და ბულგარული წიწაკა - ეს არის სწორედ იმ პროდუქტების სია, რომლებიც თქვენი სილამაზისთვის უნდა მიიღოთ. ისინი შეიცავენ C ვიტამინს, რომელიც კანს ჯანმრთელსა და ცოცხალ იერს აძლევს. გარდა ამისა C ვიტამინი თქვენს იმუნურ და ნერვულ სისტემას ეხმარება მუშაობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს აძლიერებს.
მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად В ჯგუფის ვიტამინების დიდი რაოდენობით შემცველი ბროკოლი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ამ ბოსტნეულის სისტემატიურად მიღება მთელი ორგანიზმის მოქმედებას აუმჯობესებს და აჯანსაღებს. სწორედ ამიტომ ქალბატონებისთვის ბროკოლის ჭამა რეკომენდირებულია კვირაში მინიმუმ ორჯერ.
შეიძლება უცნაურად ან სულაც დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ შოკოლადი სასარგებლოდ და მეტიც ქალბატონებისთვის აუცილებელ პროდუქტადაც კი ითვლება. ის შეიცავს მაგნიუმს, თაფლს, მეტალსა და ფოსფორს - ჩამოთვლილთაგან ყველა მინერალი ძვლოვანი ქსოვილების გამაგრებასა და ჰორმონალური ფონის რეგულირებაზე ზრუნავს. შესაბამისად თუკი ვინმე გეტყვით, რომ 25 გრამამდე მწარე შოკოლადის ყოველ დღე მიღება სასარგებლოა არ შეეწინააღმდეგოთ, რადგან ამას ექიმებიც ადასტურებენ.