კარდაშიანების მრავალწევრიან ოჯახში თითქმის ყველა საკუთარი ბიზნესითაა დაკავებული, განსაკუთრებით კი ეს ეხებათ კაილი ჯენერსა და კიმ კარდაშიანს, რომლებსაც უკვე წლებია საკუთარი კოსმეტიკური საშუალებების სათავეში დგანან და მეტიც, დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამჯერად დებს ქენდალ ჯენერიც შეუერთდა, 23 წლის ამერიკელი მოდელი, რომელიც მიუხედავად მცირე ასაკისა უკვე საკმაოდ წარმატებულია არამხოლოდ ამერიკის არამედ მსოფლიო მასშტაბით. სუპერმოდელმა პირის ღრუს ანუ ორალური მოვლის საშუალებების ბრენდი შექმნა, რომლის სახელია Moon.
ქენდალმა სილამაზის საშუალებების ბრენდ Beach House Group-ის დახმარებით შექმნა საკუთარი ხაზი შვიდ ნივთს მოიცავს, მათ შორისაა კბილის გამათეთრებელი "კალამი", კბილის პასტა, ძაფი, სავლები საშუალება და სხვადასხვა ბუნებრივი ინგრედიენისგან დამზადებული კბილის ჯაგრისები.
მოდელის პირადი ხაზის პროდუქტები ბრენდის ოფიციალურ საიტზე უკვე ხელმისაწვდომია, ბაზარზე კი შემდეგი თვიდან გამოვა.
Moon-ის ყველა პროდუქტი ვეგანურია და PETA-ს (ცხოველთა უფლებების დაცვის ცნობილი კომპანია) მიერაა შემოწმებული.
ქენდალის ბრენდის პროდუქციის ფასები 3.99-დან 19.99 დოლარამდეა, მათი შეფუთვა საკმაოდ დახვეწილია და როგორც ინდუსტრიული წყაროები ვარაუდობენ, პირველი წლის შემოსავალი 30-დან 35 მილიონ დოლარამდე იქნება.