ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად ვიწყებთ ფიქრს როგორ დავიკლოოთ ზედმეტი კილოგრამები, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესი, რომელც მოითხოვს ნებიყოფასა და ნერვებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენად სწორად მივუდგებით დიეტის პროცესს, რადგან მცირე დროში ბევრი კილოგრამის დაკლება ხშირად ორმაგად გვიბრუნდება უკან.
თუ გსურთ, რომ ზაფხულს სასურველ ფორმაში შეხვდეთ OK! Magazine Georgia გთავაზოთ ცნობილი ქართველების დიეტებს.
სალომე გოგიაშვილი
ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება, რაც ნაწილობრივ მისი სასწაულმოქმედი დიეტის დამსახურებაც არის. დიეტის პარალელურად შეგიძლიათ მიირთვათ კეფირი, ყავა და ჩაი უშაქროდ. ასევე აუცილებელია დღეში 2 ლიტრი წყალი და მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ მარილი.
1 დღე - 6 ცალი მაგრად ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი.
2 დღე - უცხიმო ხაჭო 500 გრამი.
3 დღე - მოხარშული ქათმის ფილე 750 გრ.
4 დღე - მოხარშული ბრინჯი 200 გრ.
5 დღე - მოხარშული კარტოფილი 6 ცალი.
6 დღე - შეუზღუდავი რაოდენობის ვაშლი.
მარიტა როხვაძე
მომღერალმა მარიტა როხვაძემ კვების რაციონიდან ცომეული და ტკბილეული ამოიღო, მიირთმევდა მხოლოდ უმარილო წიწიბურას ყველთან ერთად და დღეში 5 ლიტრამდე წყალს სვამდა. დიეტის პარალელურად ვარჯიშობდა ტრენაჟორზე, დადიოდა ცურვაზე და არ სვამდა არანაირ გაზიან სასმელს. საბოლოო ჯამში დაიკლო 21 კილოგრამი, თუმცა აგრძელებს ინტენსიურ ვარჯიშს სწორ კვებასთან ერთად, მიირთმევს ბოსტნეულს, ხილს და მოხარშულ ხორცს.
ეკა ამირეჯიბი
ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი წონაში დასაკლებად რაციონიდან იღებს პურს და მიირთმევს ხორცს, ბოსტნეულს, ხილს და ყველს. ასევე ხაჭოს, მაწონს, კეფირს, 2 ლიტრ წყალსა და მწვანე ჩაის. ზღუდავს შაქრის რაოდენობას და უარს ამბობს მაიონეზიან საჭმელზე. ასევე მუდმივად დაკავებულია ფიზიკური აქტივობით ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად და განწყობის ასამაღლებლად.
სალომე შარვაძე
მსახიობმა სალომე შარვაძემ წონის კორექციისთვის მიმართა Body Care-ს , ჩაიტარა 30 პროცედურა და დაიკლო 10 კილოგრამი.
პარალელურად იცავდა დიეტას, რომლის მიხედვითაც უნდა მიირთვათ ყოველ 1-2 საათში ისე, რომ ბოლო კვება არ იყოს 8 საათის შემდეგ:
1 ვაშლი, 1 ჭიქა ყავა, 1 მოხარშული კვერცხი, 2 ცალი ინდაურის, ან ქათმის სოსისი, 25გრ შავი შოკოლადი, ნახევარი ჭიქა მაწონი+ ნახევარი ჭიქა წყალი. ამის გარდა, დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა მიიღოთ 2 ლიტრი წყალი, შეიძლება მწვანე ჩაი 3-4 ჭიქა და კარკადეს ჩაი.
თიკა ჯამბურია
მომღერალი თიკა ჯამბურია წონის კორექციის მეთოდს ამხელს, რომლის შედეგადაც 18 კილო დაიკლო.
„ჩემი საყვარელი დიეტაა უცხიმო კეფირის დიეტა. დღეში ორ ქილას ვსვამდი. ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ კეფირით ვიკვებებოდი, ვსვამდი წყალს და უშაქრო ყავას. შედეგად ერთ თვეში 18 კილო დავიკელი და 50 კილო გავხდი. ეს იყო ჩემი ქორწილის პერიოდი. დიეტის დასრულების შემდეგ, სხვათაშორის, მალე არ მომიმატნია, ვცდილობდი კვება გამეკონტროლებინა, თუმცა თუ ოდნავ ცხიმიანს ან კალორიულ საკვებს მივიღებდი, ეგრევე ორ კილოს ვიმატებდი. ორსულობის პერიოდში გავსუქდი ძალიან-50 კილო მოვიმატე” – ამბობს თიკა ჯამბურია.
თამუნა გომართელი
ჟურნალისტი თამუნა გომართელის, დიეტა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 3 თვის განმავლობაში მან 20 კილოს დაკლება შეძლო და დიეტა ფაქტობრივად მისი გამოგონილია.
ორშაბათი - სამი მოხარშული კარტოფილი და ერთი ქილა მაწონი.
სამშაბათი - სამი მოხარშული კვერცხი და ერთი ქილა მაწონი.
ოთხშაბათი - სამი მოხარშული სოსისი და ერთი ქილა მაწონი.
ხუთშაბათი - 200 გრამი უცხიმო ხაჭო და ერთი ქილა მაწონი.
პარასკევი - ერთი ლიტრი კეფირი და ერთი ქილა მაწონი.
შაბათი - ერთი კიტრი, ერთი პომიდორი და ერთი ქილა მაწონი.
კვირა - ერთი ფილა შავი, მწარე შოკოლადი და ერთი ქილა მაწონი.
ამ 7 დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ უშაქრო ჩაი და ყავა.