ცნობილი ქართველი მომღერლის - ნუცა ბუზალაძის ცხოვრებაში უამრავი სიახლეა, ახალი გეგმებით, ახალი ალბომითა და სასიამოვნო მოგონებებით დატვირთული მოგზაურობის პარალელურად, 22 წლის გოგონა საკუთარ ვიზუალზეც აქტიურად ზრუნავს. მისი გასაოცარი ტრანსფორმაცია კიდევ უფრო თვალშისაცემი მას შემდეგ გახდა, რაც ნუცამ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა.
კადრებში, რომლებიც დუბაიშია გადაღებული, ჩანს რომ მან წონაში საგრნობლად დაიკლო და იდეალურ ფორმაშია.
რა თქმა უნდა ეს ფაქტი არც გამომწერებს დაუტოვებიათ უყურადღებოდ.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი წონის შესახებ ყოველთვის ღიად საუბრობდა და მუდმივად ცდილობდა სასურველი შედეგის მიღებას. როგორც ფოტოებიდან ჩანს, სწორი კვებითა და ვარჯიშით მან ეს ნამდვილად შეძლო. თუმცა ეს ყველაფერი როდია, ნუცამ გადაწყვიტა მცირე ცვლილებები ვარცხნილობაშიც შეეტანა და ახლა უკვე დაგრძელებული თმით იწონებს თავს.