ჯეისონ მომოამ ეკრანზე თავი ინდივიდუალური იმიჯით დაგვამახსოვრა - დაკუნთული სხეულით, გრძელი თმითა და წვერით. სიმაღლეში 2 მეტრი, სახის მკაცრი ნაკვთებით, ჯეისონი რეალურ ცხოვრებაში ძალიან მხიარული და ყველასთან უშუალო ადამიანია.
მსახიობი ისეთ ცნობილ ფილმებსა და სერიალებში გვევლინება, როგორებიცაა: "სამეფო კარის თამაშები", "აქვამენი", "სამართლიანობის ლიგა", "ბრეივენი" და სხვა.
ამჯერად, ჯეისონმა გარეგნობაში რადიკალური ცვლილების შეტანა გადაწყვიტა და ამის ამსახველი ვიდეო ჩაწერა. აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავი წვერს უკვე 7 წელია რაც ატარებდა. როგორც ჩანს მომოას ყურადღების მიქცევა არა საკუთარი პერსონის მიმართ, არამედ ეკოლოგიური პრობლემების კუთხით სურდა. მსახიობი ბუნების პლასტიკური ნარჩენებით დაბინძურებაზე საუბრობს და ადამიანებს მათი გონივრული გამოყენებისკენ მოუწოდებს. "მე ვიპარსაც, რადგანაც ცვლილებების დრო დადგა. სასიკეთო ცვლილებები საჭიროა ჩემი შვილებისთვის, თქვენი შვილებისთვის, ჩვენი სამყაროსთვის. შევიტანოთ პოზიტიური ცვლილება ჩვენი პლანეტის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. უარი ვთქვათ პლასტიკურ ნივთიერებებზე. ის დედამიწას კლავს."-აცხადებს ჯეისონი ვიდეოში.