კალიფორნიაში წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობს. დამსწრე საზოგადოება ბოჰემურ სამოსს ირგებს და ვარცხნილობის კუთხით ექსპერიმენტებს მიმართავს. წარმოგიდგენთ 5 მთავარ ტენდეციას, რომელიც ამ გაზაფხულზე განსაკუთრებით მოდური და აქტუალურია.
#1 ნაწნავები
მრავალი წვრილი ნაწნავი აფრიკულ სტილში, შეკრული ან თავისუფლად ჩამოშვებული - გოგონების სილამაზის ძირითადი ელემენტია. შენიშნულია როგორც სიმეტრიული, ისე ქაოსური ნაწნავები.
#2 ნაწილობრივად შეკრული
ეს ტრენდი რამდენიმე წელია რაც ყურადღების ცენტრშია. ის ბუნებრივ იერს გძენთ და სახეს უფრო მეტად აჩენს. მსგავსი ვარცხნილობა განსაკუთრებით უხდება ბოჰემურ სტილს.
#3 ტალღები
შემდეგი ტრენდი სპეციალურად გაკეთებული ტალღოვანი თმა და სანაპიროს სტილის ხვეული ვარცხნილობაა. მის გაკეთებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება და მაქსიმალურად ბუნებრივია.
#4 მორთულობა თმისთვის
გოგონებმა არამხოლოდ აქტუალური ვარცხნილობები მოირგეს, არამედ თმა ეფექტური აქსესუარებითაც მორთეს.
#5 პასტელური გამა
პასტელური ფერები გარდერობიდან ვარცხნილობის ტრენდებში მოხვდნენ. ატმისფრად, ღია ცისფრად და ღია მწვანე ტონალობად შეღებილი თმა ამ ზაფხულის ჰიტი იქნება.