#OK! ჰეილი ბოლდუინი საკუთარ კოსმეტიკურ ხაზს უშვებს!
12:00 / 16.04.2019
როგორც ჩანს ჰეილი ბოლდუინი მირანდა კერის, როუზი ჰანტინგტონისა და კაილი ჯენერის კვალს მიჰყვება. 22 წლის სუპერმოდელმა საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის Bieber Beauty-ს გამოშვება გადაწყვიტა, რომელიც ამერიკულ ბაზარზე 10 აპრილს ოფიციალურად დარეგისტრირდა.
ამ დრომდე ჰეილი ჟურნალისტებს საკუთარ სილამაზის რიტუალებსა და პროდუქტებზე ხშირად ესაუბრებოდა, ყვებოდა სახის კანის პრობლემებსა და სხვა საკითხებზე. ჰეილის, რომელიც კოსმეტიკური ბრენდის Bare Minerals -ის წარმომადგენელია, არაერთხელ უსაუბრია იმ ექსპერიმენტებზე, რომლებსაც ის მაკიაჟის გაკეთებისას ატარებს.
"ვერ ვიხსენებ ისეთ შემთხვევას, როდესაც ჰეილის რამე ახლის ცდა შევთავაზე და მას უარი ეთქვა"- იხსენებს მოდელის ვიზაჟისტი ვინსენტ ოკენდო.
რაც შეეხება ზემოთხსენებულ Bare Minerals, მოდელს ბრენდთან კონტრაქტი აკავშირებს, რაც ნიშნავდეს იმას, რომ ჰეილის მომავალმა ბრენდმა შეიძლება არამხოლოდ კოსმეტიკური საშუალებები, არამედ სუნამოებიც გამოუშვას. იქიდან გამომდინარე, რომ ჯასტინსაც აქვს ამ საკითხში გამოცდილება, ჰეილი რჩევების მიღებას მისგანაც შეძლებს.