49 წლის მომღერალმა მერაია ქერიმ წონაში 20 კილოგრამი დაიკლო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი 30 წლიანი კარიერის განმავლობაში ასეთ ფორმაში არასოდეს ყოფილა. მომღერლის გარდასახვა გარკვეულწილად მისი გულშემატკივრების დამსახურებაა, რადგან ისინი მუდმივად ითხოვდნენ, რომ მათი კუმირი იდეალურ ფორმაში ყოფილიყო.
როგორ დაიკლო მერაია ქერიმ წონაში? როგორც ჩანს მისთვის დიეტა ადვილი არ ყოფილა: „მე ჩემს თავში დარწმუნებული ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ეს უნდა გადამელახა. ახლა მე გამოვიყურები უკეთ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ.“-აღნიშნა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ერთი შეხედვით დიეტა საკმაოდ მარტივი იყო, მაგრამ მომღერლის დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე მისი დაცვა რთული აღმოჩნდა, თუმცა ვარსკვლავი დარწმუნებული იყო, რომ შედეგი მოთმინებად ღირდა.
მერაია ქერის დიეტა
საუზმე (350 კკალ): უცხიმო იოგურტი და ერთი ნაჭერი შავი პური.
სადილი (110 კკალ): სამი მარწყვი და ერთი ჭიქა ნუშის ჩაი.
მეორე სადილი (300 კკალ): კიტრისა და პომიდვრის სალათი. ხილის სალათი ბანანით, ფორთოხლითა და კივით. ერთი ჭიქა წყალი ლიმონის ნაჭრებით.
შუადღე (50 კკალ): ტომატის სუპი მწვანილით.
ვახშამი (310 კკალ): კიტრისა და პომიდვრის სალათი. ჭიქა წყალი პიტნითა და ლიმნის ნაჭრით.
მომღერალი ამტკიცებს, რომ უმჯობესია აკრძალო ტკბილეული და წვენები და დესერტად ხილი მიირთვა, როგორიცაა: საზამთრო, კივი, ყურძენი და მარწყვი.
რა თქმა უნდა, ასეთი შედეგების მიღწევა შესაძლებელია სწრაფად, თუმცა სპორტული აქტივობების დახმარებით. მერაია ქერიმ აირჩია კარდიო და წყლის ვარჯიშები კვირაში 4-5 ჯერ. შესაძლებელია თქვენ არ გაქვთ შესანიშნავი ვოკალური შესაძლებლობები, მაგრამ ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება მონდომებისა და ბევრი ვარჯიშის შედეგად ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.