იმისთვის, რომ თქვენი დღე წარიმართოს კარგად, სასურველია დილიდან შეიქმნათ დადებითი განწყობა, ამისთვის კი გარკვეული ჩვევების გამომუშავებაა საჭირო. გარდა პოზიტიური შემართებისა ორგანიზმი და თქვენი ფიზიკური მდგომარეობა უნდა გიწყობდეთ ხელს. სწორედ ამიტომ OK!-ს გუნდი შემოგთავაზებთ იმ 6 რჩევას, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ რათა თქვენი ხასიათი, ისევე როგორც თქვენი ორგანიზმი იყოს მწყობრში დღის განმავლობაში.
ტექნოლოგიების განვითარებისა და წინსვლის თანახმად დღეს შეგვიძლია მაღვიძარის ხმის ნაცვლად ტელეფონზე დავაყენოთ საყვარელი სიმღერა, რომელიც სასურველ დროს გაგვაღვიძებს. სასურველია მაღვიძარა დააყენოთ იმ დროზე 15 წუთით ადრე ვიდრე საჭიროა, რომ ადგეთ. ამის გაკეთება დაგეხმარებათ გამოფხიზლებასა და დილის მშვიდად დაწყებაში. გაღვიძებისთანავე მარტივი მოძრაობით როგორიცაა ხელ-ფეხის უბრალო გაჭიმვა, შეგიძლიათ დაეხმაროთ ორგანიზმს დამღლელი სამუშაო დღისთვის მომზადებაში. ასევე გაამოძრავეთ სახის კუნთები და ჩაისუნთქეთ ღრმად. ამ ყველაფრის შემდეგ კი გაახილეთ თვალები და ფრთხილი მოძრაობით გადადით ჰორიზონტალური პოზიციიდან ვერტიკალურში.
იმ დროს როდესაც გვძინავს, ფორების დახმარებით ჩვენი ორგანიზმიდან გამოდის წყლის გარკვეული რაოდენობა. სწორედ ამიტომ, ძილის წინ ლოგინის გვერდზე დადგით ერთი სავსე წყლის ჭიქა, რომელსაც გაღვიძებისთანავე დალევთ. ეს ერთი პატარა ჭიქა აავსებს თქვენს ორგანიზმს ღამის მანძილზე "დაკარგული" წყლით, დაეხმარება მეტაბოლიზმის პროცესს და გაუგზავნის ტვინს შემდეგ შეტყობინებას: "დროა დაიწყო ახალი დღე მეგობარო!".
ამ რჩევას დიდი ალბათობით ბევრი თქვენგანი საკმაოდ შეწუხებული სახით წაიკითხავს და ალბათ საერთოდაც შეწყვეტს ამ სტატიის კითხვას. თუმცა ისევე როგორც თქვენ, ჩვენც ვიცით, რომ დილით, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საკუთარი თავისა და ტანის ლოგინიდან აწევაც კი რთულია, ვარჯიში წარმოუდგენლად შეიძლება მოგვეჩვენოს. მაგრამ საკმარისია საღამოს ნაცვლად დილით დაიწყოთ სასურველი ვარჯიშების კეთება და აუცილებლად შეგიყვარდებათ დილა. მარტივი ფიზიკური დატვირთვა სახლის პირობებში ან "კარდიო" ვარჯიში სპორტდარბაზში საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მთელი დღე გაატაროთ ენერგიით აღსავსემ.
კრუასანი ყავასთან ერთად და სახლში მომზადებული ბლინები რა თქმა უნდა ძალიან გემრიელია, თუმცა მათ მიერ მონიჭებული ენერგია მხოლოდ 1 საათს ძლებს. აუცილებლად ისაუზმეთ ისე, რომ თქვენი საუზმე შეიცავდეს ცოტადოენ ცილას, ისევე როგორც ნახშირწყლებს. მაგრამ თუკი არ გაქვთ მადა, რაღა თქმა უნდა არ უნდა დააძალოთ ჭამა საკუთარ თავს, რადგან თავისუფლად შესაძლებელია გაღვიძებიდან 2-3 საათის მანძილზე საერთოდ არ გაგიჩნდნეთ ჭამის სურვილი.
'
"დილა იწყება მხოლოდ ერთი ჭიქა ყავის შემდეგ" – ყავის სარეკლამო რგოლებში, ისევე როგორც ცხოვრებაში ხშირად მოვისმენთ ან ვამბობთ მსგავს ფრაზებს, რადგან მათ ვისაც უყვართ ყავა აუცილებლად ეცოდინებათ რაოდენ არომატული, გემრიელი და სასიამოვნო შეიძლება იყოს დილით ეს არაჩვეულებრივი სასმელი. თუმცა დილის სწორი დასაწყისისთვის, როგორც ჩანს სასურველია მივირთვათ მწვანე ჩაი. მასში კოფეინის რაოდენობა ზუსტად იმდენივეა, რამდენიც ესპრესოში, უბრალოდ მასთან შედარებით მწვანე ჩაი უფრო რბილად და მსუბუქად რეაგირებს თქვენზე. გარდა ამისა მწვანე ჩაი უწყობს ხელს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესს, თუმცაღა როგორც ყველაფერი ისიც მოითხოვს მოხმარების სიხშირის გაკონტროლებასა და ზომიერებას.
მაშინ როდესაც დაამთავრებთ ყველა ზემოთხსენებულ პროცედურას და გაეშურებით დანიშნულების ადგილისკენ, არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთი თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ სწორედაც რომ მნიშვნელოვანი დეტალი. უთხარით უარი "ლიფტს", იმ შემთხვევაშიც კი თუკი ძალიან მაღალ სართულზე ცხოვრობთ. ყოველ დილით კიბეზე ჩამოსვლა, ისევე როგორც ფეხით სიარული ისეთივე სასარგებლო შეიძლება იყოს როგორიც ვარჯიშია. ასე რომ, თუკი გაქვთ შესაძლებლობა თქვათ კვირაში ერთხელ მაინც უარი "ლიფტსა" თუ ტრანსპორტზე, მერწმუნეთ აუცილებლად იგრძნობთ სასიამოვნო შედეგს.