WOW lash&brow studio-ს დამაარსებელს, მარგარიტა მუნტიანოვას (დოღონაძეს), სილამაზის სფეროში 14, ხოლო წამწამების დაგრძელებასა და წარბების კორექციაში 11-წლიანი გამოცდილება აქვს. საქართველოში 3 წლის წინ ჩამოვიდა, ერთგული მომხმარებლები შემოიკრიბა და თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლასთან ერთად, სილამაზის პატარა სტუდიო გახსნა. გარკვეული დროის შემდეგ, წარმატებულმა სპეციალისტმა უკრაინელი პროფესიონალებით აღჭურვილი კოლექტივი შექმნა და დღეს ისინი მომხმარებლებს ლევან მიქელაძის 17 ნომერში ემსახურებიან. 1 წელია, რაც მოსკოვის საერთაშორისო სილამაზის აკადემიამ მარგოს სერტიფიცირებული მასწავლებლის წოდებაც მიანიჭა. WOW lash&brow studio არის ადგილი, სადაც თავისუფლად მიანდობთ საკუთარ სილამაზეს ამ სფეროში დახელოვნებულთა ოსტატურ ხელებს.
რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში მუშაობა? როდის დაინტერესდით წარბებისა და წამწამების ხელოვნებით?
განათლებით ეკონომისტი ვარ, ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ მეორე კურსზე ფრჩხილის ლაქის კურსებზე შევედი, შევისწავლე და ძალიან მომეწონა. 11 წლის წინ, როცა წამწამების დაგრძელებაზე ბუმი ატყდა, ჯერ საკუთარ თავზე გამოვცადე. ზოგადად, სხვების გალამაზების პროცესი ბავშვობიდან მიტაცებდა. დედაჩემის კოსმეტიკას ვიყენებდი და მის მეგობრებს მაკიაჟს ვუკეთებდი. შემდეგ ნელ-ნელა თავადაც დავხელოვნდი. ერთი ცვლა ფრჩხილების გაკეთებაზე ვმუშაობდი, მეორე – მხოლოდ წამწამებსა და წარბებზე. ასეთ რეჟიმში 6 წელი ვიმუშავე. როცა ფიზიკურად ვეღარ შევძელი და ზურგის ტკივილი დამეწყო, არჩევანის გაკეთება გადავწყვიტე და მუშაობა ამ მიმართულებით გავაგრძელე.
დღესდღეობით, პერმანენტული მაკიაჟი უკეთესობისკენ იცვლება – იქმნება ახალი მეთოდები, საღებავები და აპარატები. უკანასკნელ წლებში გაჩნდა პროცედურები, რომელთა დახმარებით ჩვენი სპეციალისტები მაქსიმალურად ბუნებრივ კონტურებს ქმნიან. ეფექტი 1 წლიდან 3 წლამდე ნარჩუნდება.
რა სახის სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
წამწამების დაგრძელება, თმის დაგრძელება, ტატუაჟი, სოლარიუმი, წარბების კორექცია და შეღებვა, მამაკაცების წარბების კორექცია და სასწავლო კურსები.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თმის მიკროდაგრძელება. ეს ინოვაციური, პროგრესული მეთოდიკაა, რომელიც თმის სასურველ სიგრძეს განაპირობებს და ყველანაირად უსაფრთხოა. თმა მოცულობას, სიგრძეს შეიძენს და ნებისმიერი სახის ვარცხნილობის გაკეთებას თავისუფლად შეძლებთ. ასევე, დაგრძელებული, ხელოვნური თმა არაფრით იქნება განსხვავებული ნატურალურისგან – როგორც გარეგნულად, ისე შეგრძნების დონეზე. მიკროდაგრძელება თავის ნებისმიერ ზონაზე შეგიძლიათ გამოსცადოთ. დაგრძელებული ღერების მოსაძრობად სპეციალური სხნარები და საშუალებები გამოიყენება, ამიტომ ეს საქმე მხოლოდ სათანადო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის სპეციალისტს უნდა მიანდოთ.
როგორ ფიქრობთ, ამ სფეროს მიმართულებით, როგორი სიტუაციაა ახლა თბილისში?
3 წლის წინ, როცა თბილისში ჩამოვედი, ჩემთან მოდიოდნენ ქართველი გოგონები, რომლებიც მიყვებოდნენ, რომ სტილისტები წარბებს იმავე საღებავით უღებავდნენ, რითაც თმას. ეს არასწორია, რადგანაც ამ პროცედურებისთვის სხვადასხვა საღებავის გამოყენებაა საჭირო. როცა ხედავდნენ, მე როგორ ვმუშაობდი წარბებზე: გასუფთავება, სპეციალური შამპუნი, სპეციალური ლოსიონი, სპეციალური საღებავი, ხნა... ყველა გოგონას უკვირდა ჩემი ქმედება. მოკლედ, წარბების შეღებვის მიმართულებით, ქართულ ბაზარზე არც ისე სახარბიელო მდგომარეობა დამხვდა. მხოლოდ ვიდეოების ნახვით კარგ შედეგს ვერ მიიღებ. აი, რატომ ფასდება უკრაინული შრომა. ყველა პასუხისმგებლობით აღსავსე და მიზანდასახულია. მსურს ქართველ გოგონებს ეს საქმე სწორად ვასწავლო, რათა კრიტიკულ მომენტშიც იცოდნენ, რა მოიმოქმედონ. მე უკრაინაში არ დავბრუნებულვარ, აქ ვარ. მოტივაცია მაქვს, რომ ცოდნა გავცე. ამ პროფესიის დაუფლება უმოკლეს დროშია შესაძლებელი, მაგრამ ამისთვის პროფესიონალთან სათანადო მომზადების გავლაა საჭირო. ყველასთვის ცნობილია, რომ უკრაინელი სპეციალისტები სილამაზის სფეროში საუკეთესოებად მიიჩნევიან. მათ ენდობიან, რადგანაც იციან, რომ სათანადო ცოდნა აქვთ მიღებული. რა თქმა უნდა, თბილისშიც არიან პროფესიონალები, მაგრამ ძალიან ცოტა. თუმცა, განვითარებას ყოველწლიურად ვხედავ და სილამაზის სფერო მაღალი სტანდარტისკენაც მიიწევს.
რას გვეტყვით თქვენს მოსწავლეებსა და სწავლების მეთოდზე?
ბევრი მოსწავლე მყავს. მათ დიდი პოტენციალი აქვთ. მუშაობენ გერმანიაში, ისრაელში, თურქეთში, ესტონეთში, უკრაინაში, ნორვეგიაში... მიხარია, როცა საკუთარ შემოქმედებას მიზიარებენ. ამ დროს ძალიან ვამაყობ. 3 კურსი მაქვს: წამწამების კლასიკური დაგრძელება, რომელიც საბაზისო საფეხურს მოიცავს დამწყებთათვის, მოცულობითი დაგრძელება და წარბების დამუშავების კურსი, რომელიც არქიტექტურას გულისხმობს. თითოეული მათგანი ერთი ან რამდენიმე კვირა გრძელდება.
რითი გამოირჩევით სილამაზის სფეროში საქართველოს მასშტაბით?
უმაღლესი ხარისხის კოსმეტიკა გვაქვს. ვიყენებთ Brow Henna-ს ლუქსმასალებს. მას პირველი ადგილი უჭირავს წარბების კოსმეტიკაში, რადგანაც მსოფლიოში აღიარებული პროდუქციით გამოირჩევა. ბრენდს ბევრი პრივილეგია აქვს: ნატურალურია, არაქიმიური, მხოლოდ წარბებზე სპეციალიზებული. სწორედ მათ ჩამოაყალიბეს წარბების ტრენდი 10 წლის წინ. Brow Henna ეპილაციის შემდეგაც აღადგენს თმის სტრუქტურას. ის ბუნებრივი წარმომავლობის პიგმენტით გამოირჩევა.
საგანგებოდ მინდა აქცენტი გავამახვილო მამაკაცის ხაზზე. მამაკაცების წარბების კორექცია სრულიად განსხვავდება ქალებისგან. პროფესიონალს, კორექტირების მეშვეობით, შეუძლია მამაკაცის ხასიათი გამოკვეთოს. კორექციას ვიზუალურად ასაკის მოკლებაც შეუძლია. ცალკეა მამაკაცების კოსმეტიკის ხაზი. ზუსტად თმის ფერის მიხედვით ვურჩევთ, რათა არაფერი შეეტყოს. ეს ისეთივე ჩვეული პროცედურაა, როგორც კბილების გამოხეხვა, წვერის, ვარცხნილობის მოვლა... მამაკაცების უმეტესობას რატომღაც მიაჩნია, რომ სამარცხვინოა წარბების კორექციაზე მისვლა, თუმცა ყოველ წელს თავის მოვლის მოყვარულ მამაკაცთა რიცხვი იზრდება. მოწესრიგება ყველა ფორმის წარბს სჭირდება. ამ შემთხვევაში, მთავარი ბუნებრივობაა. კორექციის მიზანია, გააქროს უწესრიგობა.
რაც შეეხება სოლარიუმს, ქალაქში უამრავია, მაგრამ ჩვენმა აპარატმა, ტესტირების გავლის შემდეგ, ყველა სტანდარტი წარმატებით დააკმაყოფილა. რადიაციის ხარისხიც შემოწმდა. აპარატი 2018 წლისაა და მავნე სხივებს არ შეიცავს, ისევე, როგორც ბევრი სხვა. ხშირად გვხვდება ძველი სოლარიუმები ახალი ნათურებით და მათში სათანადო რუჯის მიღება არაა შესაძლებელი, რადგანაც შესაძლოა ალერგია ან პიგმენტური ლაქები გამოიწვიოს. ბევრი ექიმი ამბობს, რომ სჯობს 3-5 წუთი სოლარიუმში გაირუჯოთ, ვიდრე მზეზე იწვეთ, რადგანაც მზეზე ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფილტრები არაა. სოლარიუმში კი არის.
ასევე, ჩვენი უპირატესობაა უკრაინული გუნდი. ჩვენ ქართველი ქალებისთვის ვმუშაობთ.
რას ურჩევთ ქალებს, რომლებსაც ეს პროცედურები ჯერ არ გამოუცდიათ?
არ უნდა ეშინოდეთ და არ უნდა მოერიდოთ კითხვების დასმა. მაგალითად, ტატუაჟი 2-3 წელი გაჰყვებათ და სჯობს მისით დაინტერესდნენ. ხშირად ქალები წარუმატებლად გაკეთებული პროცედურებით ტრავმირებულნი არიან და ეშინიათ. აუცილებლად უნდა მოვიდნენ და რეკომენდაციის მიღების დროსაც პროფესიონალს ყველაფერი ჰკითხონ – ყველა პლუსი თუ ნაკლი; რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ, რა გვერდითი მოვლენები იჩენს თავს, როგორ ცხრება, როგორ მუშავდება.
წამწამების დაგრძელებას ბევრი უპირატესობა აქვს: თვალები უფრო გამომხატველია, დიდხანს ნარჩუნდება და ყოველ დილით ტუშის წასმა არ გიწევთ; უსაფრთხოა, სამედიცინო მაჩვენებლით პრაქტიკულად ყველასთვისაა განკუთვნილი; აგიმაღლებთ განწყობას და დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. შეგიძლიათ წამწამებს ფერი შეუცვალოთ და ყოველთვიურად განაახლოთ საკუთარი იმიჯი. ბანაობა უსაფრთხოა და წყლიდან ამოსვლის შემდეგაც დარწმუნებულნი იქნებით საკუთარ სილამაზეში. ჰიპოალერგიულია და გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს. სწორად შერჩეული წამწამები რადიკალურად ცვლის ქალის გარეგნობას. ასევე, დაგრძელებული წამწამი ნატურალურს ზიანს არ აყენებს. მოვლას არ საჭიროებს: უძლებს ყინვას, მაღალ ტემპერატურას, ქარს.
წარბები ქალის სავიზიტო ბარათია. მათი შეღებვისას, გამის 12 ფერს ვიყენებთ. ადვილია შეარჩიოთ ზუსტად ის ტონალობა, რომელიც თქვენს იერ-სახეს უხდება. მიზანშეწონილია ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. აღადგენს დაზიანებულ წარბებს, ასტიმულირებს თმის სიგრძეს, ვიზუალურად აფართოებს, აუმჯობესებს წარბების გარშემო არსებულ კანს. წარბების კორექტირებით, აქცენტს ვიზუალურად თვალებზე გაამახვილებთ.