გვიახლოვდება ზაფხული და დიეტები უფრო და უფრო აქტუალური ხდება. გოგონები, სხეულის სასურველი ფორმების მისაღებად ხშირად მკაცრ დიეტას მიმართავენ, რაც ზოგჯერ სავალალო შედეგით მთავრდება.
დიეტა სინამდვილეში ჯანსაღ და დაბალანსებულ კვებას მოიცავს, რომელიც დაახლოვებით ოთხჯერად ან ხუთჯერად კვების გრაფიკს ითვალისწინებს. კვების რაციონში აუცილებლად უნდა იყოს გადანაწილებული ცხიმი, ცილა და ნახშირწყლები. საკვები უნდა იყოს მდიდარი იმ აუცილებელი მიკრო და მაკროელემენტებით, რაც უნდა მიიღოს ორგანიზმმა.
ხშირ შემთხვევაში დიეტას ისე ვიწყებთ, რომ არ ვითვალისწინებთ სქესს, ფიზიკურ მონაცემებს, კუნთოვან მასას, ძვლოვან სტრუქტურას, ჰემოგლობინის რაოდენობას და არ ვიცით როგორ მომდინარეობს ნახშირწყლების ცვლა ორგანიზმში, სწორედ ამ ყველაფრის გამოკვლევის შემდეგ უნდა დავიწყოთ დიეტა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ვითვალისწინებთ და ჩვენი დიეტები სავალალო შეგედით მთავრდება.
ხოლო დიეტები, რომლებიც პოპულარული ხდება ინტერეტ სივრცეში, მათი დაცვის შემთხვევაში შესაძლოა გვქონდეს ეფექტი, მაგრამ დროებით და მეტიც შესაძლოა ჰქონდეს უკუჩვენებაც, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. არასწორი დიეტა ძირითადად იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემას. ასევე გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე უარყოფით ზემოქმედებას და ირღვევა ნერვული სისტემის მდგომარეობა. ასე, რომ კარგად უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი ორგანიზმი იქამდე სანამ დიეტას დავიწყებთ და უარეს შედეგამდე მივალთ.
ახალი კვლევების მიხედვით არასწორი დიეტებით მსოფლიოში 5 ადამიანიდან ერთი იღუპება, რაც წელიწადში 11 მილიონი ადამიანის სიკვდილს ნიშნავს. როგორც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს მაჩვენებელი თამბაქოთი დაღუპული ადამიანების რაოდენობას უტოლება. კვლევა ჩატარდა 195 ქვეყანაში და აქდან ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო ისრაელში, ხოლო ყველაზე მაღალი უზბეკეთში.
იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არ მიდის ექიმთან და არჩევანს აკეთებს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ დიეტებზე, ჯობია სწორი კვების რეკომენდაციებით იხელმძღვანელოს. რაც ითვალისწინებს კბილეულის მინიმუმამდე დაყვანას. უნდა შეზღუდოს ცხიმიანი საკვები და გააძლიეროს ბოსტნეულის მიღება. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს.