“L’Arome Boutique • ლარომ ბუტიკი“ სელექტიური პარფიუმერიის ბუტიკების ქსელია, სადაც მსოფლიოში საუკეთესო პარფუმერების მიერ ექსკლუზიურად შექმნილი სუნამოებია თავმოყრილი. კომპანიას ხშირად სტუმრობენ ყველაზე საინტერესო სუნამოების ბრენდ ამბასადორები და ქართველ მომხმარებელს ახალ და უკვე ნაცნობ არომატებს უფრო ახლოდან აცნობენ.
მორიგი შეხვედრა WIDIAN პარფიუმის სახლთან შედგა, რომელიც ალი ალჯაბერიმ აბუ დაბიში დააფუძნა. ნიშ პარფიუმერიის ეს ბრენდი განსაკუთრებულად მდიდარია აღმოსავლური არომატებით, თუმცა მასში ხილისა და ყვავილების სურნელიც იგრძნობა. Widian-ის ყველა პარფიუმი სურნელოვან სამყაროში ნამდვილად დაუვიწყარ მოგზაურობას გთავაზობს.
სუნამოები რამდენიმე ნაწილად იყოფა: შავ, ოქროსფერ, საფირის და ველვეტ კოლექციებად, რომლებშიც არომატები თავის მხრივ ერთმანეთისგან ციფრებით განსხვავდება და არა სახელებით. შექმნილია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.
ალი ალჯაბერი ამბობს: „ სუნამო შენი უხილავი პიროვნებაა, რომელიც შენს განწყობას გამოხატავს და ყველა საიდუმლოს ამხელს“, მართლაც, WIDIAN-ის არომატები კანზე გადაშლილი უხილავი სამყაროა, რომლებიც ყველაზე იდუმალ სურვილებს აცოცხლებს.
„L'Arome Boutique • ლარომ ბუტიკი“ ორიენტირებულია როგორც მაღალ ხარისხზე, ასევე ევროპული ბაზრებისთვის მიღებულ ფასებზე. მრავალფეროვანი ასორტიმენტი ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აძლევს საშუალებას სასურველი არომატი იპოვოს.