გაზაფხული წლის ის სეზონია, როდესაც ყველაფერი იცვლება, შესაბამისად ეს პერიოდი თქვენს ორგზანიზმზეც ძალიან დიდ გავლენას ახდენს, რაც მუდმივ დაღლილობას იწვევს. ამას განსაკუთრებით მაშინ გრძნობთ, როდესაც დილით ოფისში მიდიხართ და თქვენი თანამშრომლებიდან ნახევარზე მეტი აგვიანებს, დანარჩენები კი თავის ტკივილზე, ალერგიასა თუ გაციებაზე წუწუნებენ, რომელიც ამინდის ხშირ ცვლილებასთანაა დაკავშირებული. მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი საქმე გაქვთ, თუმცა მეგობრებთან ერთად დროის გატარებასაც ასწრებთ, დილით ადრე ადგომა კიდევ უფრო რთული ან უფრო სწორედ, რომ ვთქვათ შეუძლებელი ხდება. ამიტომაც მოდით ვნახოთ, რა ზომებს უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ ეს სირთულეები მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან.
სულ რაღაც 5 წუთია გაიღვიძეთ, ლოგინიდან ჯერ კიდევ არ ამდგარხართ, მაგრამ უკვე იმაზე ფიქრობთ როდის დაბრუნდებით სახლში და დაიძინებთ, თქვენ მარტო არ ხართ, რადგან ყველა იმ ადამიანს ვისთვისაც დილით ადრე ადგომა სირთულეს წარმოადგენს, ზუსტად ისეთივე აზრები აწუხებს, როგორიც თქვენ. გარდა ამ ფიქრებისა, მაშინ როდესაც გამოუძინებელი ხართ და გეძინებათ, თქვენი განწყობა არც ისე ამაღლებულია. ეს ყველაფერი ბუნებრივია, ქრონიკული დაღლილობა სეზონების ცვლილებისას განსაკუთრებით მძაფრდება და იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა გაიმარტივოთ აუცილებელია სწორი კვებითა და ვარჯიშით შეუწყოთ ხელი, რომელიც თქვენს მომნელებელ სისტემაზე, ხასიათსა და ძილზე დიდ გავლენას იქონიებს.
გარდა სწორი კვებისა და ფიზიკური დატვირთვისა, მძიმე დილის გადაგორებაში აუცილებლად დაიხმარეთ საყვარელი მუსიკა. შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, თუმცა გაღვიძებისას თქვენ მიერ შერჩეული მუსიკის მოსმენა აგიმაღლებთ განწყობას, რაც დაგეხმარებათ ლოგინიდან ადგომაში. ამ მეთოდს ადამიანები საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ადასტურებენ, გარდა ამისა მეცნიერების თანახმად მუსიკას თქვენს ხასიათსა და ემოციურ მდგომარეობაზე დადებითი გავლენის მოხდენა ნამდვილად შეუძლია. რაღა თქმა უნდა მნიშნველოვანია, რომ თქვენს მიერ შერჩეული მუსიკა თქვენში დადებით ემოციებს იწვევდეს.
ჩატარებული კვლევების თანახმად მუსიკა, რომელსაც უსმენთ ტვინის იმ ნაწილთანაა დაკავშირებული, რომელიც თქვენს ემოციებზე აგებს პასუხს. შესაბამისად, გაღვიძებისთანავე ჩართეთ ისეთი მუსიკა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სტრესული მდგომარეობისა და დაძაბულობის მოხსნაში. შეადგინეთ თქვენი საყვარელი მუსიკალური კომპოზიციების სია და ჩართეთ ისინი დილის ყველა პროცედურისას. გარდა ამისა, შეგიძლიათ სიმღერების სია დააწყოთ დილის აქტივობების შინაარსიდან გამომდინარე. გარდა თქვენი ხასიათის გაუმჯობესებისა, მუსიკა დაგეხმარებათ დროის გაკონტროლებაშიც.
არ დაგავიწყდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი! თუკი თქვენი შემართება დილიდანვე იქნება უარყოფითი, თქვენი დღეც დიდი ალბათობით შესაბამისი იქნება, ამიტომ ეცადეთ გაღვიძებისთანავე უთხრათ საკუთარ თავს: "მე ყველაფერს შევძლებ, რადგან მე ამის მჯერა". პოზიტიური დღე, ისევე როგორც კარგი განწყობა დამოკიდებულია თქვენზე და თქვენს განწყობაზე.
...
...
...