ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ყველა ჩვენგანისთვის უპირველესია, თუმცა მაშინ, როდესაც მათ თუნდაც სათამაშოებს ვაწვდით ხელში არ ვიცით რამდენად უსაფრთხოა და სუფთაა ეკოლოგიურად. Angel-ის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ისაა, რომ ჩვენმა შვილებმა ითამაშონ ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებითა და ეცვათ ნატურალური ქსოვილებისგან დამზადებული ტანსაცმელი.
OK! Magazine Georgia ესაუბრა Angel-ის დამაარსებლებს თათა სამხარაძესა და ანა გამგონიძეს, რომლებიც გვიამბობენ ბრენდის დაარსების მიზნისა და შემდგომი განვითარების შესახებ.
"Angel სამი თვის წინ ორმა მეგობარმა დავაარსეთ. გვინდოდა შეგვექმნა ქართული ბრენდი ბავშვებისთვის, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებდა განსხვავებულ, ხარისხიან, თანამედროვე, ყველასთვის ხელმისაწვდომ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. სტილი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს განსხვავებულია იმ სტანდარტული სამოსისგან, რაც დღეს მასიურად არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე".
"მცირე დროში ბრენდმა საკმაოდ დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან დამზადებულმა აქსესუარებმა, რაც ნამდვილად სიახლეა ქართველი მომხმარებლებისთვის. ბრენდის პრიორიტეტია მომხმარებლების კმაყოფილება, სწორედ ამიტომ მათ ვაძლევთ საშუალებას საკუთარი დიზაინით შეგვიკვეთონ სასურველი პროდუქცია და ასევე დაზოგონ დრო ჩვენი უფასო მიწოდების სერვისის საშუალებით".
"ენჯელის თითოეული ნივთი დიდი სიყვარულისა და ბევრი ფიქრის შედეგია. მომხმარებლებისგან წამოსული დადებითი შეფასებები და სიყვარული, ეს არის მთავარი მიზეზი, რაც გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ჩვენს ბრენდს საკმაოდ დიდი მომავალი და წარმატება ელის".