რა არის ყველაზე მთავარი 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის MAKEUP-ის ტენდენციების მიხედვით? მსგავსი კითხვა ბევრ ქალბატონს უჩნდება. საფუძველი თანამედროვე მაკიაჟისა არის მისი სწორად შესრულება და ურთიერთკავშირი სხვადასხვა კულტურებთან, ცხოვრების სტილთან და ასაკთან.
გაზაფხული-ზაფხულის MAKEUP-ის ტენდენციების შესახებ MAC-ის სერთიფიცირებული ვიზაჟისტი ხათუნა სამსიანი მოგვიყვება, რომელსაც ფილმებზე, სარეკლამო რგოლებზე, სხვადასხვა საკონცერტო თუ FASHION პროექტებზე აქვს ნამუშევარი. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ბევრ საერთაშორისო ტრეინინგებსა და მსოფლიო დონის ვიზაჟისტთა მასტერ კლასებზე.
„ამჟამად პოდიუმზე ნატურალიზმი და თავდაჯერებულობა მეფობს. ყოველივე ეს პოდიუმზე ქმნის უსაზღვრო შესაძლებლობებს და ვარიანტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის არანაირი აკრძალვა, წესი და ჩარჩოში მოქცევა“.
„რაც შეეხება ფერებს, აქტუალურია: ყავისფერის ყველა ტონი ბორდოსთან მიახლოებული და თვალის შავი კონტური, რომელიც არ ითხოვს იდეალურ შესრულებას. ბუნებრივი სილამაზის გამოსაკვეთად უმჯობესია გამოვიყენოთ კოსმეტიკის ის საშუალებები, რომელიც სახის ჯანსაღ შეფერილობას მოგვცემს. სწორად შერჩეული ბრონზერით მიღებული ბუნებრივი რუჯის ფერი და ვინტაჟური მოვარდისფრო-ატმისფერი ფერები კიდევ უფრო მოხდენილს გამოაჩენს სახეს,რაც მთავარია ძალიან ლამაზია და ტენდენციურია ჭორფლი და ვთხოვ ქალბატონებს არ დაფარონ ის რაც მათ კიდევ უფრო მეტად ბუნებრივს და ინდივიდუალურს გახდით“.
„ამ სეზონზე თვალზე მეტი აქცენტი ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა: კრემოვანი ან პუდროვანი ტექსტურებით, პიგმენტებით ან გლიტერებით. საუკეთესო ვარიანტია ინტენსიური ფერთა გამა პასტელურ ფერებამდე“.
„ტუჩსაცხი გამოიყენეთ გლუვი ან ბზინავი ეფექტით აქაც მრავალფეროვნებაა და არანაირი შეზღუდვა. მკვეთრი ვარდისფერი და მკვეთრი წითელი ან ტუჩის ბუნებრივი ფერი. ნაკლები ყურადღება დაუთმეთ ტუჩის მკვეთრ ფორმებს“.
„ ქუჩის სტილი მაკიჟში ეს ის ტენდენციაა, რაც ნებისმიერ ქალბატონმა თუ თინეიჯერმა შეიძლება მოირგოს. მინდა ვურჩიო ყველა მანდილოსანს იქიდან გამომდინარე რომ ყველა ქალს თავისებური ხიბლი აქვს, გაითვალისწინონ ზოგადი რჩევები, მაგრამ იპოვონ, ის რაც მათ უფრო მეტად მოხდენილს და შეუდარებელს გახდის. ჩემი საქმიანობის მთავარი ამოცანაა ჩემთან მოსული ყველა ქალბატონისთვის შევქმნა ინდივიდუალური MAKEUP-ის ის სტილი, რაც მის სილამაზეს კიდევ უფრო გამოკვეთავს, არ მიყვარს შაბლონები და ჩარჩოები სილამაზის ინდუსტიაში“.
ვიზაჟისტ ხათო სამსიანთან ერთად ფოტოებზე ფოტოგრაფებმა ანა ბარჯაძემ და მურგვი ფოტოგრაფმა იმუშავეს.