არსებობს სტერეოტიპი, რომ როცა ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები გვსურს, ვარცხნილობა უნდა შევიცვალოთ. საოცარია, მაგრამ ეს ამართლებს და იმიჯის მსგავსი ცვლილება პიროვნულ მეტამორფოზასაც იწვევს.
#1 პიქსი
ეს ვარცხნილობა თქვენს თვითდაჯერებას უსვამს ხაზს. არ სჭირდება ძვირადღირებული მოვლა და ყოველდღიური მოწესრიგებაც გაცილებით მარტივი ხდება. მრავალი წლის მანძილზე, ემა უოთსონს "ჰარი პოტერის" გადაღებების გამო, თმის რადიკალური შეჭრა ეკრძალებოდა, ამიტომაც საგის დამთავრების შემდეგ მისი ეს ნაბიჯი კრიტიკულად საჭირო აღმოჩნდა. ცოტა ხანში ემამ ბრენდ "ბარბერისგან" მოწვევა მიიღო... მაილი საირუსმა კი ვარცხნილობით ამპლუა მთლიანად შეიცვალა და სცენაზე "გაზრდილი" მომღერლის სტატუსით მოგვევლინა.
#2 მოკლე ბობი
ეს ვარიანტი უფრო ელეგანტურია, ვიდრე პიქსი. ის ჰარმონიულად აისახება სახის ნაკვთებზე და პრაქტიკულად ნებისმიერ სახის ფორმას ამშვენებს. ენ ჰეთეუეის ამ ვარცხნილობამ ოსკარი მოუტანა. მან თმა შეიჭრა ფილმისთვის "საბრალონი". კრისტენ სტიუარტისთვის კი ეს ნაბიჯი ემა ვოთსონის მსგავს გამოწვევასთან ასოცირდებოდა. კრისტენს სურდა გამოსულიყო თავისი ყველაზე პოპულარული პერსონაჟის ჩრდილიდან და "შანელის" მუზა გახდა.
მიშელ უილიამსმა ამ ცვლილებას 2007 წელს, ჰიტ ლეჯერთან დაშორების შემდეგ მიმართა.
#3 ბობ-კარე
ეს ვარცხნილობა ეფექტურია სწორ და ხვეულ თმაზეც. ის ძალიანს ასიამოვნოდ შეცვლის თქვენს იმიჯს. რიანასთვის ბობ-კარე კარიერის განვითარების იმპულსი იყო. ის მან დედოფლად აქცია და ცხოვრებაში თავბრუდამხვევი გარდამტეხებიც დაიწყო. კეიტ მარასთვის კი ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მისი გარეგნობის ზუსტი გამოკვეთისთვის.
#4 მოკლე თმა შუბლზე
რუნი მარა ერთ-ერთი ის იშვიათი გოგონაა, რომელსაც შუბლის ნახევრამდე შეჭრილი თმა საუცხოოდ უხდება. სწორედ ამ ვარცხნილობით მიაღწია მან საყოველთაო აღიარებას ფილმში "გოგონა დრაკონის ტატუთი". რიზ უიზერსპუნმაც მოკლე თმის შეჭრა არა ცხოვრებისეული გარდატეხების, არამედ სავარაუდოდ, გადაღებების გამო გადაწყვიტა.
#5 შეგი
ეს ვარიანტი ძირითადად მხრებამდე თმისთვისაა ზედგამოჭრილი. მას სპეციალურად ისე ჭრიან, რომ თმას მაქსიმალური მოცულობა მიეცეს. ჯენიფერ ლოურენსმა სწორედ ამ იმიჯით შეგვაყვარა თავი "შიმშილის თამაშებში". ტეილორ სვიფტმა კი იმიჯის განმუხტვა მოახდინა.
#6 თმის დახვევა
უსწორმასწორო, მომხიბვლელი ტალღები სწორ დახვევას გულისხმობს. მთავარია ის იყოს ბუნებრივი, თითქოს თმისთვის არაფერი გაგიკეთებიათ. ბლეიკ ლაივლის ამ ვარცხნილობამ განსაკუთრებული კინოიმიჯი შეუქმნა. ემი ადამსიც მსგავსი გარეგნობით თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მსახიობი გახდა.