კორეელი ქალბატონები დიდიხანია რაც სილამაზის წესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამკვიდრებენ. მათ მიერ შემუშავებულ მოვლის ხერხებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში უამრავი ადამიანი მისდევს. სახის კანთან ერთად, კორეელები თმასაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. წარმოგიდგენთ 5 საიდუმლოს, რომელსაც ისინი მიმართავენ.
#1 მასაჟი და თავის კანის აქერცვლა
იმისთვის, რომ თმა ლამაზი იყოს, თავის კანს უნდა მოუაროთ. რუტინა ითვალიწინებს ყოველკვირეულ მასაჟს, რომელიც სისხლის მოძრაობას და თმის ფოლეკულების კვებას აუმჯობესებს. მეორე მნიშვნელოვანი პუნქტი აქერცვლაა. თავის კანიდან დაბინძურებული ნაწილები და ცხიმები უნდა მოშორდეს, ამისთვის კორეელები სალიცილმჟავას იყენებენ.
#2 შამპუნები სულფატების გარეშე
შამპუნები ნატურალური კომპონენტებით ყველასთვის აუცილებელი ნივთია, ვისაც ჯანსაღი თმა სურს. ასეთი საშუალებები არ აშრობენ თმას, არ აღიზიანებენ თავის კანს და დაბანის შემდეგ მას ბრწყინვალეს ხდიან.
#3 ქსოვილური ნიღბები
თუ მათ შესახებ ჯერ არ გსმენიათ, ბევრი დაგიკარგავთ. ქსოვილური ნიღბები ნაჭერს ჰგავს, რომელიც შეკრულ თმაზე უნდა ჩამოიცვათ. ნიღაბში შემავალი მცენარეული ექსტრაქტები და მკვებავი ზეთები ატენიანებენ, კვებავენ და არბილებენ თმას და ბოლოებს აჯანსაღებენ.
#4 საშუალებები თმის ბზინვარებისთვის
მათ შორისაა ზეთები მკვებავი და აღმდგენი კომპონენტებით, რომლებიც ღერებს უფრო ბზინვარეს ხდიან. ასევე, შეიძლება სპრეის სახით იყოს.
#5 თმის დაცვა გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან და მაღალი ტემპერატურისგან
კორეელი სილამაზის ბლოგერები გიჟდებიან საშუალებებზე ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით, რომლებიც იცავენ თმას უტრააისფერი სხივებისგან და თავისუფალი რადიკალებისგან. აუცილებელ ნივთთა სიაშია თერმოდაცვითი სპრეები და შრატები.