თავის მოვლა ყველა ქალბატონისთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ხშირ შემთხვევში მაშინაც კი, როდესაც საკმაოდ ძვირადღირებულ სახის კრემებს მოვიხმართ არ ვიცით მისი შემადგენლობა.
OK! Magazine Georgia ესაუბრა Avalon organics-ის თბილისის წარმომადგენელს სოფო გუძუაძეს, რომელიც უფრო დეტალურად მოგვიყვება კრემებში მავნე ნივთიერებების შემცველობასა და ასევე სახის კანისთვის უსაფრთხო კრემის Avalon organics-ის შესახებ.
“ამერიკის შეერთებულ შტატებში ვმოგზაურობდი, როდესაც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებზე, რომელიც უამრავ საცხშია დიდი ამბავი იყო ატეხილი. დავინტერესდი, გადავამოწმე და აღმოვაჩინე, რომ უამრავ ძვირადღირებულ საცხებში საკმაოდ მძიმე ნივთიერებები შედის და თავადაც ამ კრემებს მოვიხმარდი. აღმოვაჩინე clean beauty, რომელიც არის ანდროიდის აპლიკაცია, მასში ჩატვირთულია 800-ზე მეტი შხამ-ქიმიკატი. მოხმარების წესი ასეთია: უნდა გადაუღოთ ფოტო შტრიხ-კოდს და ამოაგდებს კრემში შემავალ ჯამრთელობისთვის საშიშ ნივთიერებს".
"მე პირადად უამრავი აღმოვაჩინე და გადავწყვიტე ჯამრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი მოვიხმარო და სხვებსაც მივაწდო ინფორმაცია რამდენად საშიშია საცხში შემავალი მავნე კომპონენტები. პარაბენები, ფტალატები, ბენზოლის ზეჟანგი, ჰიდროქინონი, ოქსიბენზონი, ნავთობი-კარცენოგენი, ტრიკლოზანი. ეს ნოვთიერებები ახანგრძლივებს მოქმედებას, მაგრამ იწვევს კიბოს. პარაბენი ჩვენს სხეულში აღწევს – დოქტორ დარბრის და შემდგომმა კვლევებმა სწორედ ეს დაადასტურა. მკვლევარებმა მკერდის სიმსივნის შემთხვევებში, მკერდში 5 ტიპის პარაბენის კონცენტრაცია აღმოაჩინეს. თავის მოვლის საშუალებების შერჩევისას, სპონტანურად არაფერი იყიდოთ და კარგად დააკვირდით პროდუქტის შემადგენლობას. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფეოსბუქ გვერდს Avalon organics tbilisi”.
“Avalon organics-ის კრემები არის ორგანული, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, არის არაგენმოდიფიცირებული, ბიო და აქვს საუკეთესო შედეგი. მშრალი კანის ერთ-ერთი მთავარი პრობლემის მომგვარებელი საშუალება არის ვიტამინ C, რომელიც ძლიერი ატიოქსიდანტია. ვიტამინი C -ს გამოყენება კანზე საცხის სახით და 8 -ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე მისი მიღება სხვა გზით. მისი გამოყენება კანზე განაპირობებს კანის სიკაშკაშეს და ტექსტურის აღდგენას, ასევე ხელს უშლის კანის დაბერებას, რადგან ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოლაგენის ფორმორებაში. სწორედ ამიტომ მისი გამოყენება კოსმეტიკაში ძალიან ეფექტურია”.
“Avalon organics-ს ასევე აქვს შამპუნების ხაზიც, რომელიც კვებავს თმას შეიცავს E ვიტამინს, ალოეს და უამრავ სასარგებლო მცენარის ექსტრაქტს. ასქელებს თმას, ამაგრებს თმის სტრუქტურას, კვებავს მათ და ეხმარება თმას ზრდაში“.
„არსებობს ამ ბრენდის ბავშვის ხაზიც და ზოგადად ასაკი არ არის განსაზღვრული. ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია Avalon organics-ის კრემების მოხმარება. ერთადერთი განსაზღვრულია კანის ტიპი, რადგან რეკომენდირებულია კომბინირებული და მშრალი კანისთვის“.