დღევანდელ დღეს პლასტიკური ქირურგიის მსურველთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით უპრეცენდენტოდ მაღალია. შესაძლებლობების არეალის ზრდასთან ერთად, გაიზარდა საზოგადოების ის სეგმენტიც, რომელიც ხელოვნური ჩარევით საკუთარი გარეგნობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს და თუ ადრე ექიმთან კონსულტაციაზე ჩაწერილ მსურველთა სიაში ძირითადად ქალბატონები ფიგურირებდნენ, ახლა უკვე მამაკაცებიც აქტიურად მიმართავენ შესაბამის დაწესებულებებს, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც ეკრანებსა თუ წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებულად ხშირად ვხედავთ. ამიტომაც, თვალი გადავავლოთ იმ მამაკაცების სიას, რომლებმაც გარკვეულ კომპლექსებს თავი სწორედ ამ გზით დააღწიეს.
ტომ კრუზი
მსახიობმა გადაწყვიტა ცხვირის ფორმა შეეცვალა და როგორც ცნობილია ე.წ nose job-ის პროცედურას რამდენჯერმე მიმართა.
ზაკ ეფრონი
ოპერაცია არ დასჭირვებია, თუმცა ცხვირის ფორმაზე უფრო უმტკივნეულო მეთოდით ზაკ ეფრონმაც იმუშავა.
ბრედ პიტი
ძნელი დასაჯერებელია, თუმცა სამედიცინო ჩარევა ბრედ პიტსაც დასჭირდა, მსახიობმა ყურის ქირურგიას მიმართა.
რაიან გოსლინგი
მსახიობმა ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში გადაწყვიტა ცხვირის ფორმის შეცვლა.
რობერტ პეტინსონი
მსახიობს Twilight-ის გადაღებებამდე რინოპლასტიკა დასჭირდა, რათა ძგიდი გაესწორებინა.
ეშტონ კატჩერი
მსახიობს ცხვირის ძირითადი ფორმა არ შეუცვლია, თუმცა მისი დავიწროება გადაწყვიტა.
ბრედლი კუპერი
მსახიობს არასდროს დაუდასტურებია, მაგრამ საზოგადოება დარწმუნებულია რომ მან ცხვირის ფორმა შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ ბრედლი ბოტოქსსაც მიმართავს ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად.
ბრიუს (კეტლინ) ჯენერი
ცნობილმა სპორტსმენმა ქალად გარდასახვისთვის ათსაათიან ოპერაციაზეც არ თქვა უარი და ქირურგიული ჩარევით სახის ნაკვთებიც შეიცვალა.
დუეინ ჯონსონი
მიუხედავად სპორტდარბაზში დატვირთულ რეჟიმში ვარჯიშისა, მსახიობმა ვერ შეძლო გულ-მკერდის არეალიდან ზედმეტი ცხიმის მოშორება და ლიპოსაქციას მიმართა.
ბრიუს უილისი
ჰოლივუდურმა ვარსკვლავმა ცხვირის პლასტიკას მიმართა.
ჩად კრუგერი
როკვარსკვლავმა, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა 2000-იან წლებში მოიპოვა, ცხადია, ცხვირის პლასტიკას მიმართა და დღეს - 44 წლის ასაკში კიდევ უფრო ახალგაზრდულადაც გამოიყურება.
საიმონ ქოუელი
ტელევარსკვლავმა გადაწყვიტა ყვრიმალის ძვლების ფორმა პლასტიკური ქირურგის ჩარევით შეეცვალა.