თმა ქეით მიდლტონის სავიზიტო ბარათია. მის ვარცხნილობაზე დენიელ გელვინ უმცროსი ზრუნავს. მანამდე, მამამისი პრინცესა დაიანას თმაზე აგებდა პასუხს. წარმოგიდგენთ დენიელის მთვარ პრინციპებს იდეალურად ჯანსაღი თმისთვის.
დეტოქსი
მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, დაიბანეთ თმა გამწმენდი შამპუნით და გამოიყენეთ სკრაბი თავის კანისთვის. თმა მომენტალურად დაიბრუნებს ბრწყინვალებას.
ჯერ ბოლოები დაივარცხნეთ
თმის დავარცხნა ბოლოებიდან დაიწყეთ და არა ძირებიდან - ასე მას დააზიანებთ. მსგავსი პრინციპის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ ქარის ან რთული ვარცხნილობის შემდეგ, თმის ღერები ერთმანეთში აიხლართა.
ქეითის საყვარელი სავარცხელი
ყურადღება მიაქციეთ თავის კანის მდგომარეობას
ჯანსაღი კანი თავზე = ჯანსაღ თმას. არ გამოიყენოთ შამპუნი ღრმა წმენდისთვის ძალიან ხშირად. ისინი თავის კანს გამოაშრობენ. აირჩიეთ ნეიტრალური შამპუნი (рН 5,5)
გამოიყენეთ თბილი პირსახოცი
თმის ნიღაბი მასაჟური მოძრაობებით დაიდეთ, შემდეგ თავი თბილი პირსახოცით შეიხვიეთ. მისი მეშვეობით აქტიური ნივთიერებები თმის სტრუქტურაში უფრო ღრმად შეიჭრებიან.
არ დაგავიწყდეთ თერმული დაცვა
სჯობს გამოიყენოთ ისეთი ნიღბები, რომლებიც ჩამობანას არ ექვემდებარება. წაისვით თმის მთელ სიგრძეზე და შემდეგ დაივარცხნეთ. თმა გადახურებას გადაურჩება და მშვენიერ იერს შეიძენს.
გამოიყენეთ ფენი სწორად
ყველასთვის ცნობილია, რომ ფენი თმის ხარისხზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს, ამიტომაც ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურას. აჯობებს თუ ცივ ჰაერს გამოიყენებთ. არ მიიტანოთ ფენი ბოლოებთან ძალიან ახლოს - ეს ყველაზე მგრძნობიარე არეალია.