გაზაფხულის დადგომასთან ერთად ქალბატონებს უამრავ სხვადასხვა საკითხზე უწევთ ფიქრის დაწყება, მათ შორის თმების მოვლაზე, რადგან ამ პერიდში თმა იწყებს გამოშრობასა და დასუსტებას. იმისათვის, რომ ამ პრობლემამ თავი არ იჩინოს საჭიროა მისი მოვლა და გაჯანსაღება.
OK! Magazine Georgia ყოვლთვის ზრუნავს თქვენს სილამაზეზე და ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რათა თქვენი თმა ისევ ისეთი ლამაზი და მოცულობითი იყოს, როგორც აქამდე.
პირველ რიგში თმა დაიბანეთ არა ქიმიურ კომპონენტებზე დამზადებული ბალზამებით, არამედ მცენარეთა ნატურალური ნახარშებით, ეს თქვენს თმას ბზინვარებასა და მოსულობას შემატებს. ასევე კარგი იქნება თუ თმის დასაბანად ონკანიდან წამოსულ წყალს მცენარეთა ნახარშით ჩაანაცვლებთ. დაბანის შემეგ ეცადეთ შეზღუდოთ ფენის, თმის უთოსა და კიდევ სხვადასხვა საშუალებების გამოყენება, რათა ეს ხელსაწყოები ხელს უწყობს თქვენს თმას კიდევ უფრო გამოშრობაში. თმები დაივარცხნეთ სწორად, იშვიათ კბილებიანი სავარცხლით.
თმების გასაჯანსაღებლად იდეალური ვარიანტია სამკურნალო ნიღბები, რომლებიც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს თქვენი თმის სტრუქტურის ტიპს და რაც მთავარია ამ პროცედურებს უნდა ჰქონდეს სისტემატიური სახე, რათა შედეგი უფრო მალე მიიღოთ. ასევე ძალიან კარგი საშუალება თავის კანის დამასაჟება, რაც სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაზე დადებითად მოქმედებს.
კარგი იქნება თუ დროებით უარს იტყვით თმის შეღებვაზე, რადგან არ არსებობს საღებავი, რომელიც რ აზიანებს თმას, არ აქვს საღებავის ფასს მნიშვნელობა. და ბოლოს ეწვით თქვენს სტილისტს და შეიჭერით თმა, რათა გაჯანსაღდეს თმის ბოლოები. ეს ხერხი თმის გაზრდასაც უწყობსხელს.