კაილი ჯენერი, რომელიც 21 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა, სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია. თუმცა სანამ საზოგადოება იმას განიხილავს ნამდვილად მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია ეს წარმატება თუ ცნობილი მშობლების, ფაქტია რომ იმ სხეულს, რომლითაც ის იწონებს თავს, ნამდვილად დიდი მუშაობით მიაღწია.
11 მარტს მან რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომელთა შორისაც ერთ-ერთმა, სადაც ის წვრილი წელის დემონსტრირებას ცდილობს, ფანები განსაკუთრებულად აღაფრთოვანა.
საქმე იმაშია, რომ კაილიმ ერთი წლის წინ იმშობიარა და ასეთ მოკლე დროში იდეალური სხეულის ფორმების დაბრუნებას მისგან ალბათ არავინ ელოდა.
თუმცა ფაქტია, რომ ბიზნესმენი არაჩვეულებრივად გამოიყურება, რასაც ის კარდიო ვარჯიშებითა და სწორი კვებით აღწევს.
შეგახსენებთ, რომ კაილის წონის პრობლემა არაერთხელ ჰქონია და ამის გამო ბულინგის მსხვერპლიც გამხდარა, თუმცა მან ყველას დაუმტკიცა, რომ მონდომებითა და ნებისყოფით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.