სასექსის ჰერცოგინია მსოფლიო მოდის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ინფლუენსერია, რომელმაც რამდენიმე თვეში შეძლო მილიონობით ადამიანის გული მოეგო და მეტიც, უამრავი ქალბატონისთვის სამაგალითოც გამხდარიყო. ამ ყველაფერს ის ფაქტიც მოწმობს, რომ მისი გარეგნობა ხშირად ხდება ქალბატონების მიბაძვის ობიექტი, გარდა იმისა, რომ ჰერცოგინიამ არასტანდარტული ცხვირის ფორმით რინოპლასტიკის ახალი ტრენდი დაამკვიდრა, აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ ამას არ დასჯერდნენ და მის მაგალითზე საკუთარი თავის სრული ტრანსფორმაცია გადაწყვიტეს.
სწორედ ასეთი ქალბატონების სიაში აღმოჩნდა 36 წლის ამერიკელი ქალბატონი - ქსოჩი გრიირი, რომელმაც იმისთვის რომ ჰერცოგინიას დამსგავსებოდა, სხეულის ლიპოსაქცია ჩაიტარა, მიმართა რინოპლასტიკას, ბოტოქსს და სხვა უამრავ პროცედურას.
როგორც აღმოჩნდა, სამი შვილის დედამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაანალიზა, რომ გარეგნობის გამო ფაქტობრივად ცხოვრებას კარგავდა, ახლა კი კვლავ დაიბრუნა თავდაჯერებულობა, რომელიც მას ასე აკლდა.
"მე ყოველთვის მაკლდა თავდაჯერებულობა, მაგრამ ახლა თამამად შემიძლია ჩავიცვა ქვედაბოლო და ვატარო ნაკლები მაკიაჟი, რადგან თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. როცა სარკეში ვიხედები ვხედავ რომ კვლავ ბედნიერი ვარ. მე ისევ მე ვარ, ოღონდ საკუთარი თავის გაუმჯობესებული ვერსია" - აღნიშნა გრიირმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ქსოჩიმ ისიც აღნიშნა, რომ მას მეგან მარკლს ყოველთვის ამსგავსებდნენ, ახლა კი, უმცროსი ქალიშვილიც, რომელიც ჯერ ორი წლისაც არ არის მეგან მარკლის ფოტოების დანახვისას მას დედასთან აიგივებს.