8 მარტს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე ოფიციალურად აღინიშნება და მის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება. ამ დღეს მამაკაცისათვის თითქმის ვალდებულებაა საყვარელი ქალის განებივრება.
სწორედ ამიტომ, OK! Magazine Georgia რამდენიმე რჩევას მოგცემთ და საყვარელი ქალისათვის საჩუქრის შერჩევის პროცესს გაგიმარტივებთ.
გაზაფხულის დადგომას სხვადასხვა კომპანიები საინტერესო აქციებით ხვდებიან და თუ გაინტერესებს როგორ შეიძლება გაახარო შენი საყვარელი ქალბატონი ეს სტატია შენთვისაა.
პარფიუმერული მაღაზია "ICI PARIS"
ქალთა დღესათან დაკავშირებით განსაკუთრებული შემოთავაზება აქვს პარფიუმერულ მაღაზია „ICI PARIS“. 10 მარტამდე შეგიძლიათ ისარგებლოთ 20%-დან 40%-მდე ფასდაკლებით ნებისმიერ პროდუქციაზე. ასევე 100-დან 199 ლარის შენაძენზე მიიღებთ Benetton-ის 30 მილიგრამიან სუნამოს ან Marina De Bourbon Reverence-ის ტანის 150 მილიგრამიან ლოსიონს. გარდა ამისა, 100 ლარიდან ზევით, კანის მოვლის ნებისმიერი საშუალების შეძენისას მიიღებთ Klorane-ის მშრალ შამპუნს. ყოველ დახარჯულ 200 ლარზე გადმოგეცემათ 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, ხოლო 300 ლარიდან შენაძენზე 50 ლარიანი ვაუჩერის გარდა მიიღებთ 100 მილიგრამიან NafNaf FASHION INSTINCT EDT-ს . 250 ლარიან შენაძენზე მიიღებთ ფასდაკლების ვაუჩერებს სხვადასხვა კომპანიებისგან, მათ შორის, ისი პარის სილამაზის ცენტრისგან, თეგეტა მოტორსისგან, "Best Western Sairme Resort"-სგან და Аpple City-გან.
პარფიუმერული მაღაზია „Voulez-Vous“
ქალთა თვეს ასევე განსაკუთრებულად აღნიშნავენ პარფიუმერულ მაღაზია „Voulez-Vous“, რომელშიც 10 მარტამდე შეგიძლიათ ისარგებლოთ 20%-დან 50%-მდე ფასდაკლებით სრულ ასორტიმენტზე. ყოველ მეორე შენაძენზე მიიღებთ 50%-იან ფასდაკლებას, ყოველ მესამე შენაძენზე კი ერთჯერად 30%-ან ფასდაკლების ბარათს.
პარფიუმერული მაღაზია "Lutecia"
10 მარტამდე 20%-დან 50%-მდე ფასდაკლებებს გთავაზობთ პარფიუმერული მაღაზია „ლუტეცია“სრულ სპექტრზე. ყოველი 100 ლარიანი შენაძენის შემდეგ კი 25 ლარიან ვაუჩერს მიიღებთ საჩუქრად.
სააფთიაქო ქსელი "PSP”
სააფთიაქო ქსელ „PSP”-ს ქალთა დღესთან დაკავშირებით მთელი თვის განმავლობაში 50%-ანი ფასდაკლება ექნება თავის მოვლის საშუალებებზე. ასევე ფასდაკლებები და საჩუქრები გელოდებათ ფრანგულ და ევროპულ ბრენდებზე. გარდა ამისა „PSP“ საშუალებას გაძლევთ ჩაიტაროთ კანის დიაგნოსტიკა და გაიკეთოთ უფასო მაკიაჟი 8 მარტს.
სააფთიაქო ქსელი "GPC”
თქვენი საგაზაფხულო განწყობისთვის ასევე ზრუნავს სააფთიაქო ქსელი „GPC” და გთავაზობთ 20%-დან 50%-მდე ფასდაკლებას ფრანგული, გერმანული და იტალიური კოსმეტიკის ბრენდებზე.
სააფთიაქო ქსელი "Aversi Pharma"
გაზაფხულის დღესასწაულთან დაკავშირებით განსაკუთრებულ სიურპრიზებს გთავაზობთ სააფთიაქო ქსელი „ავერსი“. 17 მარტამდე შეგიძლიათ ისარგებლოთ 20%-დან 40%-მდე ფასდაკლებით მსოფლიო ბრენდებზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სარვამარტო საჩუქარი თქვენმა საყვარელმა ქალბატონმა თავად აარჩიოს შეიძინეთ 40%-ანი სასაჩუქრე ბარათი, სახისა და კანის მოვლის საშუალებებზე.
თუ თქვენც გსურთ იყოთ გამორჩეული და ჩვეულებრივი დღე თქვენს საყვარელ ადამიანს დაუვიწყარ მოგონებად უქციოთ, ენდეთ OK! Magazine Georgia-ს რჩევებს, ჩვენ ყოველთვის ზუსტად ვიცით რა სურთ ქალებს ბედნიერებისათვის.