ბრაზილიელმა სუპერმოდელმა ინტერვიუში თამამად განაცხადა, რომ თავის დროზე დაამკვიდრა კონცეფცია: "სხეული - ეს ტაძარია" და ცხოვრების რეჟიმი მისი სიყვარულით ჩამოიყალიბა. წარმოგიდგენთ ჟიზელის საბაზისო წესებს.
ადგომა 06.00 საათზე
ჟიზელი გამთენიისას დგება. 6 საათზე უკვე თბილ წყალს სვამს ლიმნის წვენით, რათა კუჭის ბალანსი აღადგინოს და საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა გამოაფხიზლოს. შემდეგ მცენარეულ ხსნარს და სმუზის სვამს ორგანული ხილისგან. 11 საათზე ხილს, კვერცხს, ავოკადოს, უგლუტეინო პურს ან ქოქოსის ზეთს იმარაგებს.
სადილი 7 პორციისგან
ჟიზელის დიეტის 80% ორგანული ბოსტნეულისგან შედგება. თეთრი შაქარი და ფქვილი კატეგორიულად აქვს აკრძალული. სუპერმოდელის საყვარელი სადილი კერძია 7 მცირე პორციით: კომბოსტო, ბროკოლი, კინოა, ავოკადო, ჭარხალი, ბატატი და პომიდორი. წითელ ხორცს ბუნდჰენის ოჯახში თვეში მაქსიმუმ ერთხელ მიირთმევენ. უფრო ხშირად ცხოველურ ცხიმს ქათმისგან იღებენ.
ადრეული ვახშამი
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი რეჟიმის მთავარ წესად ადრეულ ვახშამს მიიჩნევს: 6-ის ნახევრიდან 6-მდე. ამის გამო, ოჯახი ადრე იძინებს და ორგანიზმს დიდი დრო აქვს საკვები გადაამუშაოს. მსგავსი რუტინა მოდელს საშუალებას აძლევს მუდამ ფორმაში იყოს.