ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის ანჯელინა ჯოლი ნამდვილად ის ქალბატონია, რომლის გარეგნობამაც შეუძლებელია ვინმე გულგრილი დატოვოს. 43 წლის მსახიობის გასაოცარი სახის ნაკვთები ყველას ხიბლავს, თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე, თავად მასაც კი აქვს გარკვეული კომპლექსები, რაც მის ვიზუალს ეხება.
როგორც ირკვევა, ანჯელინა ჯოლის საკუთარი ტუჩები არ მოსწონს, თუმცა რთულია ამის გაცნობიერება, როცა მის ახლო კადრს უყურებ.
მისი თქმით, სწორედ ტუჩის დიდი ზომაა, რომელიც მას აკომპლექსებს, "ვიცი რომ ჩემნაირი ტუჩების გამო ვიღაცას შეუძლია ადამიანიც მოკლას, მაგრამ მე ვგრძნობ თითქოს ისინი ჩემს სახეს მალავენ" - აღნიშნა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, როგორც აღმოჩნდა, მას არც ბუნებრივად მკვეთრი ფერი მოსწონს.
და როცა სხვა ქალბატონები ტუჩის მოწითალო ფრად შეფერვას ცდილობენ, ის სხვადასხვა საშუალებით ანიჭებს მას ნეიტრალურ ტონალობას.