იმპლანტოლოგიისა და ორთოპედიული სტომატოლოგიის ცენტრი, კახაბერ ხარებავას კლინიკა, მსოფლიოში წამყვანი გერმანული კომპანიის Dentsply Sirona-ს ოფიციალური წარმომადგენელია კავკასიის რეგიონში, რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკა სრულადაა აღჭურვილი გერმანული ტექნიკით. ექიმების დატრენინგება კი გერმანელ ექსპერტთა მიერ ხდება.
კლინიკა გთავაზობთ თერაპიულ, ქირურგიულ, ორთოპედიულ, ორთოდონტიულ, ბავშვთა სტომატოლოგიური სერვისების სრულ სპექტრს.
კახაბერ ხარებავას კლინიკაში პარალელურად ტარდება ციფრული სტომატოლოგიის მასტერკლასები, რომლებიც ჩვენი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს. ჩვენს კლინიკაში გვყავს გამოცდილ სტომატოლოგთა გუნდი, რომლებიც თქვენი ოცნების ღიმილს ევროპული სტანდარტით შექმნიან.
ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში ზოგადი და კოსმეტიკური სტომატოლოგიური პროცედურების მაღალ სტანდარტს გთავაზობთ. ჩვენ მხოლოდ უახლესი მასალებისა და აღჭურვილობის გამოყენებით ვმუშაობთ სტანდარტის უმაღლესი დაცვით და მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა მოგაწოდოთ პრემიუმკლასის მომსახურება.
დასაწყისიდან სტომატოლოგიური მკურნალობის ბოლომდე, უზრუნველვყოფთ თქვენი მკურნალობის ძალიან მაღალ ხარისხს. ჩვენ საკმარის დროს ვუთმობთ იმას, რომ ყველა თქვენს შეკითხვას და საჭიროებას უმოკლეს დროში ვუპასუხოთ. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ თქვენ მაგივრად, ამიტომ ჩვენს პაციენტებს არასოდეს უწევთ ფიქრი საკუთარ სტომატოლოგიურ საჭიროებებზე.
ჩვენი გუნდი მუდმივად ესწრება საჭირო მასტერკლასებს და ანახლებს მომსახურების სპექტრს. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია პაციენტს შევთავაზოთ სხვადასხვა ალტერნატიული ვარიანტი მკურნალობის დროს. ექიმები თქვენთან ერთად დამატებით დროს იყენებენ ყველა ამ ვარიანტის განხილვისთვის, რათა ჩვენთან ერთად შეძლოთ გადაწყვეტილების მიღება თქვენი მკურნალობის შესახებ.
ჩვენი სტომატოლოგები და ჰიგიენისტები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია თქვენი კბილები გამოიყურებოდეს საუკეთესოდ, თუმცა მათი ჯანმრთელობა ყველაზე მთავარი ასპექტია. ჩვენი ყველა პროცედურა თქვენთვის გამჭვირვალედ ტარდება, რაც მიმანიშნებელია იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ მათგან.
ენდოდონტია
ენდოდონტია წარმოადგენს სტომატოლოგიის სფეროს, რომელიც კბილების ფესვის არხების დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოიცავს. დღეს ენდოდონტია სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი სფეროა, ხოლო კახაბერ ხარებავას კლინიკაში წამყვან მიმართულებას ენდოდონტიური მკურნალობა წარმოადგენს.
ჩვენს კლინიკაში ფესვის არხების მკურნალობა ხორციელდება ენდოდონტისტების მიერ, რომლებიც ფლობენ ამ სფეროში თანამედროვეობაზე მორგებულ უნარ-ჩვევებს და ტექნოლოგიებს. პაციენტების მკურნალობისას, ჩვენ ვაღწევთ გრძელვადიან და პროგნოზირებად შედეგებს! მკურნალობის მეთოდები, თანამედროვე ენდოდონტიური საშუალებები და ექიმების პროფესიონალიზმი აღმოფხვრის გართულებებს და თავიდან აგვაცილებს კბილების დაკარგვის ალბათობას.
მიკროსკოპის როლი ენდოდონტიაში
კახაბერ ხარებავას კლინიკაში სტომატოლოგიური მიკროსკოპების გამოყენება ქმნის თუნდაც „უიმედო“ კბილების გადარჩენის შესაძლებლობას. მიკროსკოპის დახმარებით, 25-ჯერ გადიდების მეშვეობით, შესაძლებელია სრულად და დეტალურად დავინახოთ კბილის ზედაპირზე და მის შიგნით არსებული მდგომარეობა. ოპტიკური გადიდება უზრუნველყოფს კომპლექსური მკურნალობის საიმედო და გრძელვადიან შედეგს. ZEISS არის მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების მიკროსკოპი. იგი გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, აპარატურა.
„ეს უზრუნველყოფს 100%-ით იდენტიფიცირებას. კბილის ანატომიისა და ენდოდონტისტის მიერ შესაძლებელი ხდება გარანტირებული მკურნალობის ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია კარგად ვუმკურნალოთ მხოლოდ იმას, რასაც ვხედავთ“.
იმპლანტაცია
კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიურ კლინიკაში იმპლანტაციური მკურნალობის დაგეგმარება ხდება ციფრული ტექნოლოგიებისა და ქირურგიული შაბლონების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს დენტალური იმპლანტების ზუსტ განთავსებას და შემდომში საშუალება გვეძლევა მივიღოთ პროგნოზირებადი შედეგები ორთოპედიული მკურნალობისას. ჩვენს კლინიკაში გთავაზობთ მსოფლიოს წამყვან იმპლანტაციის სისტემებს. ვმუშაობთ საუკეთესო იმპლანტის მწარმოებლებთან, როგორებიც არიან: Mis Seven, Astra Tech – Dentsply Sirona, Straumann, Bredent და სხვა სისტემები.
ცერეკი
დროთა განმავლობაში, კბილები შესაძლოა დაზიანდეს, დაიბზაროს ან დასუსტდეს. დღეს სტომატოლოგები იყენებენ დაზიანებული კბილის მთლიან დაფარვას ვინირით ან გვირგვინით, რომელიც მზადდება თქვენი ბუნებრივი კბილების ფერის შესაბამისად. დაზიანებული კბილების გაძლიერების ფუნქციის გარდა, მას შეუძლია თქვენი კბილების ვიზუალისა და განლაგების გაუმჯობესება. ასევე შესაძლებელია ნებისმიერი მოტეხილი ან ჩამოშლილი კბილის უმოკლეს დროში აღდგენა. CEREC არის ციფრული ტექნოლოგია, რომელიც ფუნქციურად მოიაზრებს კბილების აღდგენას კერამიკული მასალით და ეს შესაძლებელია განხორციელდეს პაციენტის მხოლოდ ერთ ვიზიტში. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ გერმანული კომპანია Dentsplay Sirona-ს ფირმის უახლეს მოდელს − CEREC Omnicam-სისტემას, რომელიც წარმოადგენს ინტრაორალურ ფერად სკანერს. Cerec omnicam იძლევა საშუალებას, შევქმნათ კონსტრუქცია და დავამზადოთ ბიოთავსებადი, ბუნებრივი კბილების სტრუქტურასთან მაქსიმალურად მიახლოებული ვინირები და გვირგვინები კერამიკული მასალისგან. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ 3D-განზომილებაში წინასწარ ნახოთ მოსალოდნელი რესტავრაცია და შესაბამისად შეარჩიოთ ფორმა თუ ფერი ექიმთან ერთად.