ლეგენდარული დიზაინერის, კარლ ლაგერფილდის გარდაცვალების შემდეგ მისი ცხოვრების დეტალები მთავარი განხილვის თემა გახდა. ლაგერფილდმა 60 წლის ასაკში წონაში საგრძნობლად მოიმატა და რამდენიმე წლის შემდეგ კი მიხვდა რომ ცვლილების დრო იყო. მოდით ვნახოთ რა დიეტას მისდია დიზაინერმა და როგორ მივიდა იმ არაჩვეულებრივ ფორმამდე, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა.
წლების მანძილზე მაესტროს სერიოზული წონის პრობლემები ქონდა, თუმცა ზუსტად ერთ წელიწადში მან 40 კილო დაიკლო ჟან-კლოდ უდრეს მიერ შედგენილი დიეტის დახმარებით.
"უცებ მივხვდი, რომ ტანსაცმელი, რომელსაც წლების მანძილზე ვატარებდი მომბეზრდა. მინდოდა ტანზე მომდგარი ტანსაცმელი მომესინჯა, თუმცა ჩემი წონით ეს ყველაფერი შეუძლებელი იყო. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ უნდა გავმხდარიყავი. სხვათაშორის, ჩემი იმდროინდელი წონა ჩემი 18 წლის ასაკის წონას უდრიდა."
ექიმმა ჟან-კლოდ უდრემ დიეტა რამდენიმე ეტაპად დაყო:
1. პირველი ორი კვირის მანძილზე ნებადართულია მხოლოდ ცილებისა და ბოსტნეულის მიღება, და ისიც შეზღუდული რაოდეობით. დღეში მხოლოდ 900 კალორიის მიღება შეგიძლიათ.
2. დიეტის მესამე კვირას ნებადართული კალორიების რაოდენობა იზრდება 1200-მდე, ხოლო საკვების სიას ემატება მოხარშული ქათმის მკერდი, თევზი, მჭლე ხორცი, ყველი და იოგურტი - რა თქმა უნდა შეზღუდული რაოდენობით. ეს ეტაპი გრძელდება იმ დრომდე სანამ არ მიაღწევთ სასურველ წონას.
3. დიეტის ბოლო ეტაპზე კი თქვენს ყოველდღიურ საუზმის მენიუს დაამატეთ დაცეხვილი პური, ხოლო ვახშამზე მიირთვით ხილი. მიღებული კალორიების რაოდენობა გაზარდეთ 1300-1600-მდე.
კარლ ლაგერფილდის რჩევები:
1. არავის უთხრათ, რომ დიეტაზე ხართ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეგიშლით. დადეთ მოლაპარაკება საკუთარ თავთან და მთელი ენერგია თქვენი მიზნის მიღწევაში ჩადეთ.
2. კვების ყოველი პროცესი უნდა გახდეს ხელოვნების ნიმუში: ლამაზად გააწყვეთ სუფრა, მოამზადეთ საჭმელი და გემრიელად მიირთვით.
3. წონაში კლება ორგანიზმისთვის საკმაოდ დიდი სტრესია, შესაბამისად არაა საჭირო ვარჯიშით ორგანიზმის კიდევ უფრო დასტრესვა. ჯობს ფეხით იაროთ, სიამოვნებასაც მიიღებთ და დაძაბულობაც მოგეხსნებათ.
4. დიეტისთვის საჭირო პროდუქტები იყიდეთ თქვენით, თქვენს სურვილებზე დაფუძნებით. გახადეთ წონაში კლების პროცესი სასიამოვნო.