დილით ძნელად ადგომა თუ დაღლილობის გამუდმებული შეგრძნება - მსგავსი სურათი ნაცნობია თითქმის ყოველი ჩვენგანისთვის. და რა ვქნათ? სად გამოვნახოთ დამატებითი ენერგია, მხნეობის მუხტი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეთ ზამთარია? სინამდვილეში გამოსავალი არსებობს და თან ძალიან მარტივი - უნდა მიაქციო ყურადღება მხოლოდ იმას, თუ რას ჭამ. ალბათ რამდენჯერმე მომხდარა ისე, რომ ზოგიერთი პროდუქტის შემდეგ ძილის სურვილი ფეხზე დგომის საშუალებას არ გაძლევდა, ხოლო ზოგიერთ სხვა პროდუქტის შემდეგ აქტიურობა ჩქეფდა და დუღდა. შევეცადოთ, რომ შევარჩიოთ სასწაულმოქმედი რაციონი დიეტოლოგთან, გასტროენტეროლოგთან, და ასევე კომპანია Herbalife Nutrition-ის ექსპერტ ალექსანდრ მარტინჩუკთან ერთად.
დავიწყოთ საუზმის რამდენიმე ვარიანტით:
შვრიის ფაფა. ეს არის ე.წ. ნელი საწვავი, რადგან მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილებია ნელი ნახშირწყლები და უჯრედისი. სწორედ ნელი მონელების წყალობით ნაყროვანების შეგრძნება დიდხანს ნარჩუნდება. ამავე დროს შვრიის ფაფა მდიდარია ცილებით, მაგნიუმით, ფოსფორით და ვიტამინით B1. აქ მაშინვე იბადება კითხვა - შვრიის ფაფის რომელ სახეობას მივანიჭოთ უპირატესობა, რადგან ის დიდი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი. საუკეთესო ვარიანტია - მთელმარცვლიანი, არადაცეხვილი შვრია. ეს სახეობა შეიცავს უფრო მეტ ცილებს და უჯრედისს, ამავე დროს გააჩნია უფრო დაბალი გლიკემიური ინდექსი. შვრიის დაფა უკეთესია, რომ შეუხამოთ თხილეულს, კენკრას, ვაშლს და ბანანს.
პროტეინებიანი კოქტეილი ფორმულა 1 Herbalife Nutrition. კიდევ ერთი ვარიანტი, რომელსაც შეუძლია უპირობოდ გაგაღვიძოთ. მთელი სიამოვნება იმაშია, რომ შეგიძლიათ არ იფიქროთ მომზადების დროსა და სირთულეზე. საჭიროა მხოლოდ კოქტეილი, რძე/წყალი, ბლენდერი - ორი წუთი და საუზმე მზადაა! პროტეინებიან კოქტეილს ორგანიზმი ადვილად ითვისებს, შეიცავს დიდი ოდენობით ცილებს და აუცილებელ მიკროელემენტებს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაწყებას და ასევე გვეხმარება დიდი ხნით დავივიწყოთ შიმშილის შეგრძნება.
იოგურტი. ესეც დამმუხტავი და სწრაფი საუზმის მესამე ვარიანტი. იოგურტი ზრდის ამინომჟავების დონეს, რომელთა წყალობითაც გამომუშავდება სერატონინი, რომელიც პასუხისმგებელია დაღლილობასთან ბრძოლაზე, ასევე იოგურტი შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს, რომელიც კუჭნაწლავის მიკროფლორას ეხმარება.
გადავიდეთ წახემსებაზე:
თხილეული და ჩირი. ეს პროდუქტები მდიდარია ცილებით და სასარგებლო ცხიმებით - ასეთი შემადგენლობა ასტიმულირებს ტვინის მუშაობას და ავსებს ენერგიით. მაგრამ არც ნამეტანი გათამამება ვარგა, საკმარისია 30 გრ. დღის პირველ ნახევარში.
პროტეინის „ბატონჩიკი“ Herbalife Nutrition. ისინი საშულებას გვაძლევენ, რომ ადვილად ვთქვათ უარი ნამცხვრებზე და სხვა უსარგებლო ტკბილეულზე. დიდი ოდენობით ცილების წყალობით, „ბატონჩიკი“ უზრუნველყოფს ნაყროვანების შეგრძნებას რამდენიმე საათის განმავლობაში. თან, ჩადებ ჩანთაში და ყველაზე სასარგებლო წასახემსებელი ყოველთვის თან გექნება.
სადილი და ვახშამი:
კარგი იქნებოდა წითელ ხორცზე უარის თქმა, ხშირად ის მეტისმეტად ტვირთავს ორგანიზმს და პირიქით აცლის ენერგიას. უპირატესობა მიანიჭეთ ფრინველის ხორცს და თევზს. გარნირად გამოდგება მაკარონის ნაწარმი ხორბლის მყარი ჯიშებისგან, ისეთი ბურღულეული, როგორიცაა წიწიბურა, კენოა. პარკოსნები ასევე შეიცავს საკმაო ოდენობით ცილებსა და უჯრედისს.
რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ ბოსტნეული, მწვანილი და ხილი - მისასალმებელია მთელი ფერადი პალიტრა. თითოეული ბოსტნეული და ხილი უნიკალურია თავისი შემადგენლობით, ამიტომ არ უნდა დავივიწყოთ მრავალფეროვნება და დრო და დრო შევცვალოთ ასორტიმენტი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ ორგანიზმი ჯანმრთელობისთვის ყველაფერს აუცილებელს მიიღებს.
ასეთი რაციონის დაცვა დაუყოვნებლივ გვაჩვენებს შედეგებს - სტრესები, უძილობა და ცუდი განწყობა სამუდამოდ მოგვშორდება.