Victoria's Secret-ის ყოფილი ანგელოზი ყოველთვის გვაოცებს არაჩვეულებრივი გარეგნობითა და სხეულის ფორმებით, რომლითაც ის ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზეც ვიხილეთ.
37 წლის ქალბატონს ნამდვილად შესაშური სხეული აქვს და ამას მუდმივი ვარჯიშითა და კვების სწორი რაციონით აღწევს.
მეტი თავდაჯერებულობის მიღწევაში კი, კიდევ ერთი დეტალი ეხმარება - მაკიაჯი! უცნაურია, მაგრამ ადრიანა ვარჯიშის საკმაოდ მოვლილი სახის კანითა და მაკიაჟით იწყებს, ამისთვის მას გასაგები მიზეზიც აქვს.
"მე ვარჯიშის დროს მაკიაჟს ვატარებ, რადგან ასე თავს კარგად ვგრძნობ. უფრო ლამაზად აღვიქვამ საკუთარ თავს და ბევრს არ ვფიქრობ იმაზე, თუ რას იფირებენ სხვები" - აღნიშნავს ის.
ლიმა იმასაც აღნიშნავს, რომ მეტი გამძლეობისთვის ტუჩსაცხს მინიმუმ ექვსჯერ ისმევს, რაც მას გამძლეობას ანიჭებს, "თქვენც სცადეთ! ეს ნამდვილად დაგეხმარებათ, რატომაც არა?!".
ხოლო თუკი თქვენი პასუხი სუპერმოდელის მიერ დასმულ შეკითხვაზე ვარჯიშის დროს გამოყოფილი სისველის გამო მაკიაჟის ჩამოშორებაა, ცდებით, როგორც აღმოჩნდა, ლიმა წყალგამძლე საშუალებების დიდი მოყვარულია და ბუნებრივიცაა, რადგან ის კოსმეტიკური ბრენდის Maybelline-ის სახე გახლავთ, რომელთან ერთადაც ცოტა ხნის წინ Puma-სთან კოლაბორაციაზეც იმუშავა.