გენეტიკა ადასტურებს, რომ ორეული ყველა ადამიანს ჰყავს. ვარსკვლავებზე შემოწმება ყველაზე ადვილია: მათ დიდი სიამოვნებით ეძებენ გულშემატკივრები. ცოტა ხნის, წინ რიანას კიდევ ერთი ორეული გამოუჩნდა. ის 23 წლის ფეხბურთელია საფრანგეთიდან - იანა სერტალფი. მისმა ახლობლებმა და მეგობრებმა ვარსკვლავთან ფენომენალური მსგავსება ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში შენიშნეს.
როგორც თავად იანა აცხადებს, ამ მსგავსების რცხვენია და მის ცუდად გამოყენებას არ გეგმავს. რიანად თავის გასაღებას თითქმის არასდროს ცდილობს. მეტიც, გოგონასთვის მსგავსება უხერხულობასაც კი იწვევს. ხშირად თხოვენ სურათის გადაღებას და სიმღერის შესრულებას.
იანას არც ბიჭებთან ურთიერთობა გამოსდის: "როცა ვინმესთან ვსაუბრობ, ხშირად მესმის: "ისე გამოიყურები როგორც რიანა", მათ სურთ ამის გამო მეგობრები გამაცნონ. შემდეგ მივდივარ დასკვნამდე, რომ ყველა ბიჭს ჩემთან ურთიერთობა გარეგნობის გამო აქვს."-აღიარებს ინა.