ადგილი, სადაც ხარისხი, სერვისი და ფასი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი და ევროპული მაღალი სტანდარტი, რომელმაც რამდენიმე თვეში ყველა აალაპარაკა.
რა მიზანს ისახავდა more beauty-ის გამოჩენა ქართულ ბაზარზე?
მიზანი დიდი წარმატების მიღწევა და მომხმარებელთან ერთად განვითარებაა. გვსურს წვლილი შევიტანოთ და საქართველოში დავამკვიდროთ ევროპული სერვისისა და პროდუქციის მაღალი სტანდარტი.
ამისათვის აუცილებელია, მომხმარებლებმა მიიღონ ზუსტად ის, რაც მათ სჭირდებათ ნაკლები დროისა თუ ფინანსური ინვესტიციით. მიღებული შედეგი მათ მოლოდინს ცოტათი მაინც თუ გადააჭარბებს, ეს ნიშნავს, რომ მიზანი მიღწეულია.
მოკლე დროში, რის ხარჯზე შეძლო ბრენდმა ამ ყველაფრის განხორციელება (რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ)?
შვეიცარიელი, ფრანგი და იტალიელი ექსპერტების შთაგონების წყარო მხოლოდ მომხმარებელია და მათზე მოქმედი ყველა ფაქტორია გათვალისწინებული.
პირველი, ესაა ადამიანებს გაუმარტივონ ცხოვრება და გახდნენ უფრო ლამაზები. პროფესიული შედეგი მიიღონ სახლის პირობებში ძალიან მარტივად, რამდენიმე წუთში. თავის მოვლის პროცესი გახადონ უფრო მეტად სასიამოვნო და ეფექტური.
შეძენამდე, დაინტერესებული მომხმარებელი ინდივიდუალურად იღებს კონსულტაციას. პროდუქტის გამოყენება ძალიან მარტივია, მას მოყვება დეტალური ანოტაცია ქართულ ენაზე, აქვს ადეკვატური ფასი, მაღალი ხარისხი და მისი ეფექტურობა თითქმის 100%-ით მყისიერი და გარანტირებულია.
ესაა ალბათ მთავარი ფაქტორები, რის გამოც ჩვენმა კომპანიამ ადამიანთა ნდობა დაიმსახურა.
ერთ-ერთი განსაკუთრებული ბესტსელერი HQ-ს ბრენდის სილიკონის სახის წმენდის აპარატია, რომლითაც კომპანია მომხმარებელმა შეიყვარა. როგორ ახერხებთ დაინახოთ, რა სურს მომხმარებელს?
HQ-ს ბრენდის სილიკონის სახის წმენდის აპარატი ნამდვილად ერთ-ერთი ბესტსელერია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი კომპანია მხოლოდ ამით შეიყვარეს მომხმარებლებმა. გაცილებით მნიშვნელოვანია ყურადღება და სწორი აქცენტების დასმა. ჩვენს კომპანიაში ყოველ წუთს დადებითი განწყობა იგრძნობა და ეს მომხმარებლების მხრიდან გამოთქმული კმაყოფილებაა, რაც მათ შეფასებებში გამოიხატება.
მომხმარებელს სურს მუდმივი სიახლე, ინოვაცია, სიმარტივე, სისწრაფე და ეფექტურობა. თუ იპოვი პროდუქტს, სადაც ეს ყველაფერია გაერთიანებული, მას აუცილებლად შეიყვარებს მომხმარებელი.
როგორია გუნდი, რომელიც კომპანიაში მუშაობს?
შოურუმში ჩვენი გუნდი ამ ეტაპზე 7 ადამიანისგან შედგება. ყველა მათგანი ძალიან კომპეტენტურია თავის საქმეში და ყოველთვის აღვნიშნავ − რომ არა ამ ადამიანთა საქმისადმი თავდადება და სიყვარული, შემართება, პოზიტივი და გუნდურობა, არაფერი გამოვიდოდა. ამიტომ, ყოველივე ეს ძალიან დასაფასებელია. გუნდის შერჩევისას ძალიან დიდი ყურადღება მიექცა როგორც პროფესიულ უნარ-ჩვევებს, ასევე მათ დადებით ხასიათსა და ენერგეტიკას, რომელსაც მომხმარებელი აუცილებლად გრძნობს. ჩვენ ახალგაზრდები ვართ, 23 წლის ფარგლებში.
დისტანციურად, ჩვენ გარდა, არის კოსმეტოლოგი, რომლის მხრიდან ვიღებთ კონსულტაციებს. ასევე გვემსახურება საკურიერო და საბუღალტრო კომპანიები.
რომელ ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობთ და რა სახის პროდუქციას წარმოადგენთ?
ჩვენ ვართ ფრანგულ კომპანია ABC Group-ის ქვეშ გაერთიანებული ბრენდების ოფიციალური დილერი ამიერკავკასიაში.
ეს ბრენდებია: სახის კანის მოვლა − HQ cosmetics, შვეიცარია, სახის კანის ელექტროაპარატები და მოვლის საშუალებები.
თმის მოვლის ფრანგული ბრენდები: Saint Algue, Juan Luis David, Franck provost, თმის ელექტროაპარატები და მოვლის საშუალებები.
როგორ მოახერხეთ იყოთ მათი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში? რის მიხედვით შეარჩიეთ კონკრეტული ბრენდები?
მამაჩემის კომპანია უკვე 10 წელია თანამშრომლობს Abc Group-თან და მომხმარებლებს სთავაზობს მხოლოდ elite models-ისა და frank provost-ს თმისა და მანიკიურ-პედიკიურის აქსესუარებს. თბილისში ბრენდი ხელმისაწვდომია 15 ლოკაციაზე, ისეთ სავაჭრო ქსელებში, როგორებიცაა „გუდვილი“, „კარფური“ და „ქალთა ბედნიერება“. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ამ კომპანიის სხვადასხვა პროდუქციის გასინჯვას შევუდექი და მიუხედავად იმისა, რომ ვარ უზომოდ პრეტენზიული მომხმარებელი, დავრჩი სასიამოვნოდ გაოცებული. ყველაფერი ძალიან მომეწონა. შემდეგ დამემატა ჩემი სამეგობრო, ოჯახი, დედაჩემის სამეგობრო, სამეზობლო, მეგობრების მეგობრები... ყველა აღნიშნავდა, რომ პროდუქცია საუკეთესო იყო.
დავრწმუნდით რა წარმოდგენილი პროდუქციის მაღალ ხარისხსა და მის უპირატესობებში, მივედით დასკვნამდე, რომ ქართველი მომხმარებლებისთვის აუცილებლად უნდა მიგვეცა საშუალება, დასავლეთევროპული მაღალი კლასის ინოვაციურ და ეფექტურ პროდუქციას გაცნობოდა.
რა შედის more beauty-ის სამომავლო გეგმებში?
სამომავლოდ, დიდი გეგმები გვაქვს. უფრო ფართო გახდება ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი და ყველას, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ექნება შესაძლებლობა თითქმის ყველაფერი, რაც სილამაზეს ეხება, ერთ სივრცეში იხილონ.
ახლა ვმუშაობთ ძალიან საინტერესო პროექტზე, რომელსაც სიურპრიზად დავტოვებთ.
თინეიჯერებს ზაფხულიდან შევთავაზებთ ფრანგულ, წარმოუდგენელი პოპულარობის მქონე ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც გადაჭრის მათი ასაკისთვის დამახასიათებელ პრობლემებს.
ასევე შემოგთავაზებთ მამაკაცის თმისა და წვერის მოვლის ძალიან მაღალი ხარისხის ასორტიმენტს.
ამავე წელს დაგვემატება ძალიან კარგი ბიოპროდუქცია.
სხვა გეგმებიც გვაქვს: ვაპირებთ ვეწვიოთ შანხაის და ბოლონიის სილამაზის უდიდეს გამოფენებს, სადაც საზოგადოების წინაშე ყველაზე ინოვაციური გიგანტი ბრენდები წარდგებიან და მათ შორის იქნებიან ჩვენი პარტნიორები.