28 წლის მარგო რობი შესაშურ ფორმაში იმყოფება. რთულია დავიჯეროთ, მაგრამ მსახიობი მკაცრ დიეტას არ იცავს და არც საათებს ატარებს სპორტულ დარბაზში. როგორც სჩანს, მარგოს "ინტერვალებით შიმშილი" ეხმარება.
"ესაა სწრაფი და ეფექტური ხერხი გათავისუფლდეთ ზედმეტი წონისგან - აცხადებს ვარსკვლავის პირადი მწვრთნელი დევიდ ჰიგინსი - საქმე იმაშია, რომ თქვენ ტოვებთ საუზმეს და მიირთმევთ შემდეგი 8 საათის მანძილზე. ძირითადად სადილს და ვახშამს, რის შემდეგაც 16 საათი არაფერს მიირთმევთ."
შიმშილის ეს ფორმა კომფორტულად ითვლება, რადგანაც მისი დიდი ნაწილი ძილის პერიოდზე ვრცელდება. ჰიგინსი გირჩევთ გამოტოვოთ საუზმე და პირდაპირ ლანჩზე ან სადილზე გადახვიდეთ. "ვფიქრობ საუზმე იმიტომ გახდა პოპულარული, რომ 40-იანებში ბევრი კვერცხის და შვრიის ფანტელების გაყიდვა სურდათ".
ამგვარი კვების რეჟიმის დროს ორგანიზმი ზედმეტ საკვებს არ იღებს. ამასთან ცხიმების წვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ხდება უჯრედების განახლება და სისხლში შაქრის რაოდენობა რეგულირდება.
თუმცა, გადაღებების ან მნიშვნელოვანი პრემიერების წინ რობი ჯანსაღ კვებაზე გადასვლას ცდილობს. დილით მსახიობი ფაფას და ბოსტნეულის ან ხილის სმუზს იმზადებს, სადილად ქათამს ყავისფერი ბრინჯით ან თევზს კიტრისა და პომიდვრის სალათით, ვახშამზე თინუსის სტეიკს მიირთმევს კარტოფილით ან ბრინჯის ლაფშით. "მიყვარს ლუდი და ბურგერები, მაგრამ თუ ბიკინით უნდა გამოვჩნდე, 3 დღით ადრე მხოლოდ სტაფილოს მივირთმევ".-აცხადებს მარგო.
რაც შეეხება სპორტს, მსახიობი კარდიო დატვირთვას, სირბილს და ძალისმიერ ვარჯიშებს მიმართავს.