ახალი წლის დღესასწაული ალბათ წარმოუდგენელია უგემრიელესი კერძებისა თუ სასუსნავის გარეშე, რასაც ჩვეულებისამებრ ორგანიზმის კალორიებისგან გადატვირთვა და წონის მატემაც მოსდევს, ამიტომაც აუცილებელია ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ და ამაში პირველ რიგში ე.წ. განტვირთვის დიეტა დაგვეხმარება, რომლის შერჩევაც ინდივიდუალურად, საკუთარი გემოვნებისამებრ შეიძლება, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
განტვირთვის ერთდღიანი დიეტა ვაშლით
ცნობილია, რომ ვაშლის ხშირი მიღება ნაწლავებში სპეციალური სახის ბაქტერიების რაოდენობას ზრდის, რომლებიც ხელს უშლის ლპობის პროცესს და საჭმლის უკეთ გადამუშავებას უწყობს ხელს, შესაბამისად, ორგანიზმში ე.წ. საკვები ნარჩენები არ გროვდება, შედეგად კი, ჭარბი წონისგანაც ვიზღვევთ თავს. ამიტომაც, გირჩევთ. განტვირთვის დღეებისთვის შეიძინოთ 1,5 კგ ვაშლი (ეცადეთ ტკბილ ხილზე არ შეაჩეროთ არჩევანი) და დღის განმავლობაში საკვების ნაცვლად მიირთვით მხოლოდ ვაშლი, შესაძლებელია მისი შემწვარი სახითაც მიღება, მაგრამ აუცილებელია დღის განმავლობაში მიიღოთ მინიმუმ 1.5 ლიტრი წყალიც.
განტვირთვის დღე ბრინჯით
დიეტისთვის ყოველთვის სასურველია, რომ არჩევანი ყავისფერ ბრინჯზე შეაჩეროთ, რომელიც ორგანიზმისთვის უფრო სასარგებლო გახლავთ, ვიდრე თეთრია. განტვირთვის დღისთვის მზადება წინა საღამოს უნდა დაიწყოთ და 250 გრამი ბრინჯი ჯამში მოათავსოთ, გარეცხთ, დაასხათ ცივი წყალი, ისე რომ ბრინჯის ზედაპირი მთლიანად დაიფაროს და ასე დატოვოთ დილამდე. დილით კი, სითხე ახალმოდუღებული წყლით შეუცვალეთ და ნელ ცეცხლზე მოხარშეთ. მთელი დღის განმავლობაში მიირეთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალიც.
განტვირთვის დღე კეფირით
ორგანიზმის დეტოქსის ერთ-ერთი საუკეთესო და ეფექტური საშუალება კეფირია, განტვირთვისთვის შეგიძლიათ დაბალპროცენტიანი კეფირი დღეში დაახლოებით 5-6-ჯერ მიირთვათ. ვინაიდან კეფირი თავადაც თხევადია აუცილებელი არ არის ზედმეტი რაოდენობის წყალი მიიღოთ მთელი დღის განმავლობაში და შეგიძლიათ ის გაზგასული მინერალური წყლითაც ჩაანაცვლოთ. წინა ორი დიეტისგან განსხვავებით კეფირის განტვირთვის დღე შესაძლოა ორგანიზმისთვის ოდნავ უფრო მძიმე აღმოჩნდეს და თავი სუსტად იგრძნოთ, ამიტომ თუ საქმიანი შეხვედრა ან ხანგრძლივი მოგზაურობა გაქვთ დაგეგმილი, სჯობს ამ დიეტაზე უარი თქვათ.