ალან უაით შნაიდერი მერილინ მონროს პირადი ვიზაჟისტი, სტილისტი და ახლო მეგობარი იყო. მისი დამსახურებაა გასული საუკუნის ცნობილი გოგონას სექსუალურ ქალბატონად ქცევა, რომელსაც მთელი მსოფლიო ეთაყვანებოდა.
იქამდე, სანამ კიმ კარდაშიანი და მისი ვიზაჟისტი მარიო დედივანოვიჩი ინტერნეტს კონტურინგისა და ჰაილაითერის გამოყენების ხერხებით ააფეთქებდნენ, სხვა ცნობილი დუეტიც არსებობდა, საკუთარი სილამაზის საიდუმლოებებით. პირველად მერილინი და ალანი ერთმანეთს 1946 წელს შეხვდნენ, როცა მსახიობმა ცხოვრებაში პირველი სამსახიობო კასტინგი წარმატებით გაიარა. მას შემდეგ, ალანმა გადაწყვიტა მონროს მაკიაჟზე ეზრუნა, როგორც გადაღებებზე, ასევე ცხოვრებაში. ის მსახიობის გვერდით იყო მთელი მისი თავბრუდამხვევი კარიერის მანძილზე, სადებიუტო ფილმიდან - დაკრძალვამდე. ყველა მაკიაჟი დღემდე ინსპირაციის წყარო და აღფრთოვანების გამომხატველია. შნეიდერისა და მისი მუზის პროფესიონალური საიდუმლობები დღესაც საკმაოდ აქტუალურია.
1 ტონალურ კრემამდე, ალანი სახეს ყოველთვის ვაზელინის თხელ ფენას უსვამდა, რათა დაერბილებინა და ბრწყინვალება შეემატა. ვაზელინი, როგორც ძველებური ჰაილათერი, ლოყებსა და წარბების ქვეშ საინტერესო გადაწყვეტაა.
2 ეპოქაში, როცა ტუჩებს ინექციებით ჯერ კიდევ არ ზრდიდნენ, ფორმის მიცემისთვის ხრიკების გამოყენება უწევდათ. ილუზიისთვის ალანი ტუჩის კონტურს შოკოლადისფერი ფანქრით ხატავდა. ყავისფერი ფანქარი ტუჩებს პერიფერიებისგან გამოკვეთდა. ცენტრიდან ღია წითელი ფერის ფანქრით მოძრაობისას კი ყველა ელფერი ერთად ირეოდა. იმისთვის, რომ სიღრმე არ დაერღვია, კონტურის გარშემო ფანქარს ფრთხილად უსმევდა. ქვედა ტუჩის ცენტრში წერტილს კრემისფერი ჰაილაითერით სვამდა და პროცედურას ტუჩის ცხიმიანი ბალზამით ასრულებდა.
3 იმ პერიოდში ნესტიანი თვალის მაკიაჟი სექსუალურობის ნიშნად ითვლებოდა. მეტალის ტექსტურების მაგივრად, ალანი უბრალოდ ვაზელინს ან ქოქოსის ზეთს იღებდა და ქუთუთოებზე, თვალის ჩრდილების ზემოდან უსვამდა.
4 გრეტა გარბოს ერთი ხრიკი ახასიათებდა, რაც ალანმა თავის მუზასთან წარმატებით გამოიყენა. მზერის გამოკვეთისთვის, მთელს ქუთუთოზე ის თეთრ ჩრდილებს ურევდა, თვალის შიდა კუთხეებში კი იმავე ელფერის წერტილებს სვამდა, მაგრამ არა ისევ პუდრას.
5 ის თვალის კონტურს ერთდროულად შავით და ყავისფრით ხატავდა, თეთრით წამწამების კონტურს შიგნიდან გამოკვეთდა. თვალში კი წითელ წერტილებს უსვამდა.
6 მიუხედავად იმისა, რომ მერილინმა ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, მას მაინც ეჩვენებოდა, რომ დიდი ფორმის ცხვირი ჰქონდა. კორექციისთვის ვიზაჟისტი ცხვირის წვერს ვარდისფერი პუდრით უმუშავებდა.
7 მისაწებებელ წამწამებს მუდამ ნახევარზე ყოფდა და მხოლოდ გარეთა მხრიდან აწებებდა.
8 ალანი ინტენსიურად გამოყოფდა წარბების ფორმას და პროფესიონალურად ქმნიდა მას სამკუთხას. ამით ვარსკვლავის ფართო შუბლს ამცირებდა.