მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩახუტება საუკეთესო ხერხია დაასრულოთ ცხარე კამათი, მიხვიდეთ კომპრომისამდე ან უბრალოდ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. მკვლევარებმა ასობით ადამიანი გამოკითხეს, რომლებსაც 2 კვირის მანძილზე კონფლიქტის ჩახუტებით მოგვარება ევალებოდათ. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ჩახუტება ნეგატიურ ემოციებს აქრობს და შერიგებისკენ განგაწყობს.
კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ხშირად ეხუტებიან, უფრო მყარი ჯანმრთელობით გამოირჩევიან. ბევრი ფსიქოლოგი ამ ხერხს სამკურნალო პროგრამაში რთავს. ითვლება, რომ ფიზიოლოგიური ცვლილებები, რომლებსაც ჩახუტება იწვევს, ენერგიის გაცვლის დამსახურებაა.
ამასთან, ჩახუტება არამხოლოდ ფიზიკური შეგრძნებაა, ამ დროს ემოციური თანადგომის განცდა ვლინდება. თვითონ ამ მხარდაჭერის ფაქტმა შესაძლოა კონფლიქტის ხასიათი შეცვალოს.
ჩახუტება აახლოვებს, ნდობას აჩენს, ზრუნვის სურვილს აღვიძებს. ის ათავისუფლებს ოქსიტოცინს, რომელსაც "სიყვარულის ჰორმონს" ეძახიან. ამიტომაც ვეხუტებით შვილებს, მშობლებს, მეგობრებს.