უკანასკნელ პერიოდში ძილთან დაკავშირებული კვლევების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ლოგიკურია: ძილი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო შიშველ მდგომარეობაში ძილია. ამის დასადასტურებლად კი 5 მიზეზს გვთავაზობენ.
1. ზოგადად, სიცივეში წოლა სასარგებლოა. ძილის დროს ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა 17-19 გრადუსი უნდა იყოს. თუ საღამურში იძინებთ, გაცილებით თბილად ხართ. ოდნავ გრილ ატმოსფეროში ორგანიზმის აღდგენა შესამჩნევი ეფექტით ხდება და ძილიც უფრო ხანგრძლივი და ღრმაა.
2. როდესაც კანი კანს და არა ქსოვილს ეხება, ბედნიერების ჰორმონის, ოქსიტოცინის გამომუშავება ხდება.
3. შიშვლად ძილი გახდომაში გეხმარებათ. ორგანიზმი გამოიმუშავებს ყავისფერ ცხიმს, რომელსაც შემდეგ ენერგიის მიღებისთვის წვავს.
4. ინსულინის ხარისხის კონტროლი ხდება. არა გახურებულ მდგომარეობაში წოლა ჰორმონების გამომუშავებაზე დადებითად აისახება.
5. უმჯობესდება კანის მდგომარეობა. ტანისამოსის გარეშე ძილი კანს საშუალებას აძლევს ისუნთქოს. მომჯდარმა სამოსმა შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს.