მია აფლალო თელ-ავივში ცხოვრობს და 5 წლის ასაკში უკვე შეძლო ინსტაგრამის ვარსკვლავი გამხდარიყო. სოციალურ ქსელში პატარა გოგონას 100 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებიც მისი თოჯინის სახითა და ფუმფულა თმით მოხიბლულები არიან.
ფოტოების ყურებისას რთულია დაიჯეროთ, რომ მას ხელოვნური პარიკი არ ადევს და მისი ნამდვილი თმით იწონებს თავს.
მიამ პოპულარობას თმის სტილისტის მეშვეობით მიაღწია, რომელმაც საკუთარ გვერდზე მისი ფოტო გამოაქვეყნა. ახლა კი გოგონას საკუთარი გვერდიც აქვს.