ბელა ჰადიდი პლანეტის უამრავ გოგონას მოსწონს და შთააგონებს. ახლახან ინტერნეტსივრცეში რუსი ვიზაჟისტისა და დამწყები მოდელის ფოტოები გავრცელდა, რომელიც სუპერმოდელს საოცრად ჰგავს.
ანასტასია არაბჩიკოვა(@anastasi.ar) 23 წლისაა და მოსკოვში ცხოვრობს: "პირველად ბელას 2 წლის წინ შემადარეს. მას შემდეგ იგივე აზრი ბევრმა ადამიანმა გამიმეორა. ქუჩაშიც მაჩერებდნენ და ინსტაგრამზეც მწერდნენ. მე მომწონს ბელა ჰადიდი, მაგრამ მიბაძვა არ მსურს. მიხარია რომ მას მადარებენ, რადგანაც ის ბევრი გოგონას იდეალია, მაგრამ მის იმიჯს არ გავიმეორებ, მე ჩემი ხედვა მაქვს."-აცხადებს ახალგაზრდა გოგონა.