ცნობილი ქართველი მოდელი და ტელევარსკვლავი - ნუკი კოშკელიშვილი ცოტა ხნის წინ პირველად გახდა დედა. რა თქმა უნდა, ორსულობის შემდეგ, ზედმეტი კილოგრამები ყველა ქალბატონისთვის ნაცნობი პრობლემაა და ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც ნუკია, რომელიც საკუთარი კვების რაციონის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში უზიარებს გულშემატკივრებს.
„დილას იოგურტი, მოგვიანებით წიწიბურა და ვაშლი, შუა დღეს თევზი(მოხარშული), საღამოს კიტრი (ნებისმიერი რაოდენობით). თევზს ენაცვლება ხბოს ხორცი. მოკლედ ამ დიეტაში ყველა ის ნივთიერება რაც მჭირდება რომ ვაჭამო ბავშვს. ნუ დამიწყებთ არ შეიძლება და სისულელეებს,ეს არის ჯანსაღი კვების წესი, არ ვშიმშილობ და ვჭამ“-დაწერა ნუკიმ საკუთარ ინსტაგრამზე.
მოდელმა ქალბატონებს დიეტის ერთობლივად დაწყებაც შესთავაზა და როგორც კომენტარებიდან ჩანს, უამრავი გოგონას შთაგონების წყაროც გახდა.
აღსანიშნავია, რომ მოდელი ამჟამად საქართველოში იმყოფება და ხშირად გვიზიარებს ოჯახთან ერთად გადაღებულ კადრებსაც.
ცოტა ხნის წინ, მან პატარა ოლივერისა და საკუთარი კადრები გაგვიზიარა კახეთიდან, სადაც შვილთან ერთად პირველად იმყოფებოდა.