ევა გრინი შვედური წარმოშობის ფრანგი მსახიობი და მოდელია, რომელიც 21-ე საუკუნის სილამაზის ეტალონადაა აღიარებული. 38 წლის ასაკში ევა არ კარგავს ჩვეულ მომხიბვლელობას და ამაში თავის მოვლის რამდენიმე წესი ეხმარება, რომელთა შესახებაც გულახდილად საუბრობს.
1.წითელი ტუჩსაცხი
მსახიობი მკვეთრი ფერის ტუჩსაცხის დიდი მოყვარულია და თვლის რომ ეს ქალის მაკიაჟის ერთ-ერთი მთავარი კოზირია.
2. კანის მოვლა
მსახიობს ბუნებრივად ძალიან მქრქალი ფერის კანი აქვს და ხუმრობით საკუთარ თავს ვამპირსაც კი უწოდებს. შესაბამისად, ინტენსიურად იყენებს მზისგან დამცავ კრემებს, რომლებიც სენსიტიურ კანს გაღიზიანებისგან იცავს.
3.თმის მოვლა
მსახიობმა აღნიშნა, რომ პირველად თმა 15 წლის ასაკში შეიღება, რადგან თვლის რომ მუქი ფერი ყველაზე მეტად უხდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი თმა საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება, მსახიობი მის მოვლას განსაკუთრებულ ყურადღებას არ უთმობს და უბრალოდ ცდილობს მოერიდოს თმის ინტენსიურად დაბანვას, რაც ფიტავს თმის ბოჭკოებს.
4.კვება
ევას რაციონი დიდი დოზის წყალსა და ბოსტნეულს შეიცავს, განსაკუთრებულად უყვარს ხილის სასმელები და ერიდება ქიმიური დანამატებს.
5. სხეულის მოვლა
მსახიობი გარკვეული როლებისთვის საკმაოდ აქტიურად იყო დაკავებული ვარჯიშითაც, 300 სპარტელის გადაღებებისას ევა სამი თვის განმავლობაში ყოველდღიურად ხუთი საათის განმავლობაში ვარჯიშობდა. ევა აღნიშნავს, რომ ვარჯიშზე დამოკიდებულიც კი გახდა და ამჟამად ყოველდღიურად ვარჯიშობს, თუმცა არა მსგავსი დატვირთვით. ის დღეში მინიმუმ 30 წუთს სირბილს უთმობს.
6. დეპრესიასთან ბრძოლა
ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა ვიზუალურ მხარეზეც აისახება. როგორც ირკვევა, ევა ძალიან მორცხვი და საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად შეძლო საჭირო თავდაჯერებულობის გამომუშავება.