ზოგჯერ ცნობილი სპორტმენების, კერძოდ კი ფეხბურთელების შეყვარებულები თუ მეუღლეები თავის სფეროში ასევე წარმატებული ქალბატონები არიან და თავის მოვლის პრინციპებით მილიონობით გოგონას შთააგონებენ. წარმოგიდგენთ 5 მათგანს:
#1 იზაბელ გულარი
კევინ ტრაპის შეყვარებული
"სან-პაულოში დავიბადე და თავისუფალ დროს სანაპიროზე ვატარებდი, ამიტომაც სხეულის ფორმების შენარჩუნებას მუდამ ვცდილობდი. სკოლაში სპორტულ გუნდებში ვიყავი გაწევრიანებული, დავრბოდი, ტანვარჯიშით, ხელბურთით, ფეხბურთით ვიყავი დაკავებული. მთავარი ფიტნეს წესი რომელიც მუდამ თავს უნდა უმეოროთ არის: "სპორტში თავის მართლება არ არსებობს". ივარჯიშეთ ნებისმიერ სიტუაციაში და დროს".-აცხადებს იზაბელი.
რაც შეეხება სილამაზის პროდუქტს, გერმანელი ფეხბურთელის შეყვარებული ტანის დამატენიანებელ კრემს მუდამ ხმარობს.
#2 ჯორჯინა როდრიგესი
კრიშტიანუ რონალდუს მეორე ნახევარი
ეფექტური ესპანელი ბავშვობიდან ბალეტითაა დაკავებული და დღემდე ცეკვის ვარჯიშებს რეგულარულად იტარებს. ჯორჯინა პროფესიონალური მაკიაჟის შესწავლითაც იყო დაკავებული, თუმცა ახლა ბუნებრიობას არჩევს. მისი "საფირმო მაკიაჟი" გლუვ ტუჩსაცხს, წამწამების გამუქებას და წარბების გამოკვეთას მოიცავს.
რაც შეეხება სილამაზის პროდუქტებს, რონალდუს საცოლე კორეულ ნიღაბებს იკეთებს და სახეს საპნით იბანს.
#3 ანტონელა როკუციო
ლიონელ მესის მეუღლე
განათლებით სტომატოლოგი და პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის მეორე ნახევარი თავშეკავებული ქალბატონია. ანტონელა პრესას ინტერვიუებს არ აძლევს და მედიასთანაც დუმს. მასზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ უკვე 5 წელია პირადი მწვრთნელი სახლში ზუმბას გაკვეთილებს უტარებს.
#4 ბრუნა მარკეზინი
ნეიმარის შეყვარებული
22 წლის ბრაზილიერი მოდელი და მსახიობი სხეულს საგულდაგულოდ უვლის. ბრუნა შეყვარებულის მსგავსად, კვირაში 5-ჯერ სპორტითაა დაკავებული, რასაც კარდიოს და ძალისმიერ ვარჯიშებს უმატებს. საყვარელი ფიზიკური დატვირთვა კიკბოქსინგია. მისი დღე მწვანე სმუზით და დიეტური პურით იწყება. სადილზე სალათს და ბრინჯს, ვახშამზე კი სუპს მიირთმევს.
#5 შაკირა
ჟერარ პიკეს მეორე ნახევარი
მსოფლიო სცენის სუპერვარსკვლავი უკვე ორი შვილის დედაა: "ჩემი სილამაზის რუტინა მარტივია, ვცდილობ ცხოვრება კოსმეტიკით არ გავირთულო. ძილის წინ საგულდაგულოდ ვიწმინდავ სახეს და ვიტამინი C-ს შემცველობის შრატს ვისმევ. სულ ესაა!" კოსმეტიკის ჩანთაში შაკირას მთავარი სილამაზის პროდუქტი მზისგან დამცავი კრემია, რომელსაც დღის განმავლობაში ისმევს. "სპორტში ერთფეროვნება მოსაბეზრებელი ხდება. გთავაზობთ ბოქსი, ცეკვები და ტანვარჯიში ცვალოთ."