Victoria’s Secret-ის გოგონების სხეულზე სპეციალური მწვრთნელები ზრუნავენ, რათა მოდელებმა ბრენდისთვის სასურველი ფორმა წლიდან წლამდე შეინარჩუნონ. მათი სხეული იდეალურად ითვლება, თუმცა ამაში უდიდეს ძალისხმევას, დროს და ენერგიას ხარჯავენ. სპეციალური დიეტებისა და ვარჯიშების წყალობით კი „ანგელოზის“ იმიჯს ირგებენ. პროფესიონალი მწვრთნელი ჯასტინ გელბანდი მათი შედეგის გამეორებისთვის 8 ნაბიჯს გვთავაზობს:
#1 შვრიის ფანტელები საუზმეზე
საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია, ამიტომაც ის მაქსიმალურად ჯანსაღი უნდა იყოს. შვრიის ფანტელები შეგიძლიათ სხვადასხვა ხილით გააჯეროთ და დღის სამყოფი ენერგიით დაიმუხტებით.
#2 დაივიწყეთ შაქარი
მოდელები შაქრის მიღებას ერიდებიან, განსაკუთრებით შოუმდე და ფოტოსესიებამდე. თუ ტკბილის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ ის თაფლით ან ყავისფერი შაქრით ჩაანაცვლეთ.
#3 დალიეთ მწვანე წვენები
ჯასტინი მოგვიწოდებს ვარჯიშამდე მწვანე წვენი დავლიოთ. რეცეპტი მარტივია: მწვანე ხილი და ბოსტნეული ერთმანეთში აურიეთ. ნამდვილი Victoria’s Secret-ის-ის ანგელოზი ბლენდერში 1 ბანანს, 2 მწვანე მსხალს, ნიახურს, ისპანახის რამდენიმე ფოთოლს, სალათის ფურცლებს, ლიმონს და რამდენიმე კოვზ თაფლს ურევს.
#4 ხანდახან დიეტა დაივიწყეთ
ხანდახან თავს ნება უნდა მისცეთ მიიღოთ ის რაც გსურთ. საყვარელი პროდუქტების მუდამ უარყოფა ვარჯიშზეც სტრესულად იმოქმედებს. ამიტომაც, ხანდახან დააჯილდოვეთ თავი ნაყინით, შოკოლადით თუ სწრაფი კვებით. მთავარია რეგულარული ვარჯიში.
#5 იპოვნეთ დრო განტვირთვისთვის
რაც უფრო ბევრს მუშაობთ, დასვენება მით უფრო მთავარია. ფოტოსესიებამდე თუ ჩვენებამდე, მოდელები კარგად იძინებენ და წყნარ ადგილას იტვირთებიან. გაატარეთ დრო მეგობრებთან ან უბრალოდ დალიეთ ჩაი და წაიკითხეთ წიგნი.
#6 თავად მოამზადეთ თქვენი საჭმელი
რთულია ჯანსაღად კვება, მითუმეტეს თუ დაკავებული ხარ. დატვირთული გრაფიკი სახლში სადილობის დროს არ გიტოვებთ? გაამზადეთ ის წინასწარ და კონტეინერით თან ატარეთ.
#7 შეცვალეთ ვარჯიში
მოდელები ყოველდღე ვარჯიშობენ, თუმცა ვარჯიშებს ხშირაც ცვლიან. ერთ დღეს შესაძლოა კარდიო შეასრულონ, მეორე დღეს იოგით დაკავდნენ, მესამე დღეს კი ძალისმიერად დაიტვირთონ. ამრიგად რეჟიმსაც გაიხალისებთ.
#8 სცადეთ საბალეტო მოძრაობები
ბალეტი სხეულის ფორმაში მოსაყვანად საკმაოდ ეფექტურია.