ვარსკვლავების წონის რადიკალური ცვლილებები მედიაში ყოველთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს. მგონი არ არსებობს ცნობილი ქალბატონი, რომელიც ფიგურის გამო არ გაუკრიტიკებიათ. ისინი ხშირად გვაძლევენ რჩევებს როგორ დავიცვათ დიეტა და მივსდიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. უკანასკნელ წლებში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ვარსკვლავები მატრიარქატის სამყაროში სტერეოტიპებს ამსხვრევენ, ხშირად ეს ქალთა სხეულს ეხება. რთულია ფოტოებით მათი ზუსტი წონა განვსაზღვროთ, ამისთვის მათი უახლესი დოსიეს შემოწმებაა საჭირო.
ბიონსე - 62კგ
ბიონსე დროდადრო ვეგანურ დიეტას მიმართავს, რაც მას რეგულარულ წონას უნარჩუნებს.
ქეით მიდლტონი - 55კგ
კემბრიჯის ჰერცოგინიას მკაცრი კვების რაციონი აქვს.
მეგან მარკლი - 56კგ
სასექსის ჰერცოგინია საკუთარ ფიგურას უკვე სამეფო ეტიკეტის შესაფერის სამოსში კვეთს.
კორტნი კარდაშიანი - 45კგ
კორტნი ფიტნესითაა დაკავებული და დებთან შედარებით შესამჩნევად დაბალია. კარდაშიანების შოუს ერთ-ერთ უკანასკნელ ეპიზოდში მან საკუთარი წონა გაამხილა.
კაილი ჯენერი - 62კგ
კაილიმ ორსულობის შემდეგ საკუთარი სხეულის ფორმები ეფექტურად დაიბრუნა
კეტი პერი - 59კგ
"ქალი ქამელეონი" სავარჯიშო დარბაზს ხშირად სტუმრობს.
ბლეიკ ლაივლი - 59კგ
სიმაღლით 177 სმ ქალბატონისთვის ეს წონა საკმაოდ მისაღებად ითვლება
ტეილორ სვიფტი - 57კგ
მედიის ინფორმაციით, მომღერალი დიეტას არ იცავს, თუმცა აქცენტს მსუბუქ საკვებზე აკეთებს
ოპრა უინფრი - 73კგ
ოპრა წონასთან ბრძოლის პრობლემებზე ხშირად საუბრობდა. ამჯერად ჯანსაღ ცხოვრებას ეწევა და საკუთარ სხეულში თავს მშვენივრად გრძნობს.
ბრიტნი სპირსი - 57კგ
ბრიტნის ინსტაგრამზე საკუთარი პრესის დემონსტრირება უყვარს
მაილი საირუსი - 49კგ
"მეუბნებიან, რომ ბრტყელი უკანალი მაქვს, მე კი ვპასუხობ: "დიახ, ვიცი!" სიგამხდრეზე რატომღაც ხშირად მაკრიტიკებენ"
მილა კუნისი - 52კგ
მილას "შავი გედის" გადაღებებისთვის ბევრი კილოგრამის დაკლება მოუწია, საკუთარი თავი კი საერთოდ არ მოსწონდა. ახლა მსახიობმა ფორმები დაიბრუნა და თავს მშვენივრად გრძნობს.
სელენა გომესი - 54კგ
სელენა კვირის მანძილზე 3-5ჯერ ვარჯიშობს.
მერაია ქერი - 66კგ
მომღერალს ხშირად აკრიტიკებდნენ, თუმცა ვარსკვლავი საკუთარ სხეულს საოცრად იხდენს
ჯენიფერ ენისტონი -51კგ
მსახიობი, რომელიც 2019 წლის თებერვალში 50 წლის გახდება, გარეგნობით უამრავ გულშემატკივარს აღაფრთოვანებს. ენისტონის თქმით, კარგ ფორმას ბოქსით გატაცება განაპირობებს.
კიმ კარდაშიანი
ცოტა ხნის წინ, კიმმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რითიც გულშემატკივართა მღელვარება გამოიწვია. კომენტარებში ამბობდნენ, რომ კიმმა შესამჩნევად დაიკლო, ვარსკვლავმა ისინი პირდაპირ ეთერში დაამშვიდა: "მე მხოლოდ და მხოლოდ 54 კილოგრამამდე ჩამოვედი".