54 წლის ყოფილი მოდელი - იოლანდა ჰადიდი ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება და ამისთვის განსაკუთრებული დღის რუტინაც აქვს. იოლანდას შვილები - ბელა, ჯიჯი და ანვარიც სამოდელო სფეროში მოღვაწეობენ და დედის რჩევებს მათ ცხოვრების წესზეც უზარმაზარი გავლენა აქვს. გადავხედოთ წესებს, რომლებიც ქალბატონს ჯანსაღი ცხოვრების სტილის შენარჩუნებაში ეხმარება.
1. ბალანსირებული კვება
იოლანდა ცდილობს ვიტამინები ყველანაირი საკვებიდან მიიღოს, თუმცა ძირითადად ხილითა და ბოსტნეულით იკვებება, რომელიც თავად მოჰყავს საკუთარ ნაკვეთზე.
2.ვარჯიში
ყოფილი მოდელი კვირაში ოთხჯერ ვარჯიშობს და უამრავი აქტივობითაც არის დაკავებული, განსაკუთრებით კი კლდეზე ცოცვა უყვარს.
3. უზმოზე ცხელი წყლის მიღება
დღეს იოლანდა ყოველთვის ცხელი წყლისა და ლიმნის ნაზავით იწყებს.
4.სახის მოვლა
დილით და საღამოს იოლანდა სახეზე დამატენიანებელს ხმარობს, რომელიც კვებავს მის კანს.
5. კვებითი განტვირთვა.
იოლანდა თვეში ერთი დღის განმავლობაში მხოლოდ ლიმნის წვენს იღებს, რაც ორგანიზმის მავნე ნივთიერებისგან გაწმენდვაში ეხმარება.