35 წლის ავსტრალიელი მოდელი, Victoria’s Secret-ის ცნობილი ანგელოზი და ორი შვილის დედა ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება. მისი სხეული არასოდეს შეიცავს ზედმეტ კილოგრამებს. ეს შედეგი რეგულარული ვარჯიშის და იოგის დამსახურებაა, ასევე დიეტის, რომელსაც გოგონა მთელი ცხოვრებაა მისდევს. როგორც სჩანს, მისი კვების წესში რთული არაფერია, ის შესაძლოა ნებისმიერმა გოგონამ გაიმეოროს.
მიუხედავად იმისა, რომ მირანდას გენეტიკაში გაუმართლა, აღიარებს, რომ მის ცხოვრებაში დიეტა უდიდეს როლს თამაშობს. მისი რაციონის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია: ბოსტნეული, ხილი, ხორცი, თევზი, თხილი და მწვანე სალათები. ასევე ის იღებს ვიტამინებს. "ძალიან მიყვარს ორგანული საკვები. ვგიჟდები ისპანახის სალათზე, ავოკადოზე, ბროკოლზე. მშვენიერია სიმსუბუქის შეგრძნებით ცხოვრება" რა თქმა უნდა მირანდა არც სწრაფი კვების პროდუქტებზე ამბობს უარს, თუმცა პიცის შემთხვევაში მხოლოდ 1-2 ნაჭერს თანხმდება. გამონაკლისები ყველასთვის აუცილებელია - გვარიგებს მოდელი.
ყოველ დილას მირანდა ლიმნიანი თბილი წყლის დალევით იწყებს - ეს მის ორგანიზმს ეხმარება დღის განმავლობაში მიღებული საკვები უკეთ გადაამუშაოს. ამის შემდეგ, პროტეინის კოქტეილს ან სმუზის მიირთმევს.
საუზმე: ტოსტი ავოკადოთი და კვერცხით ან ხილის სალათა ან სმუზი.
მეორე საუზმე: თხილის ასორტი და მწვანე ჩაი
სადილი: შებრაწული ორაგული ლიმნითა და ნივრით. ბოსტნეულის სალათი - რუკოლა, ავოკადო, სტაფილო, კომბოსტო.
ვახშამი: ღუმელში გამომცხვარი ქათამი და კარტოფილის რაგუ.
ძილის წინ: ხილი და უშაქრო ჩაი
მირანდას კიდევ ერთი წესი: არასდროს არაფერი გაყინო და არ დატოვო. ზუსტად იმდენი უნდა მოიმზადო და გადაირო, რამდენსაც შეჭამ.
რა თქმა უნდა, მოდელი ბევრ წყალს სვამს, დღეში 2 ლიტრაზე მეტს. მირანდა უკვე 10 წელია რაც ძირითადად 50 კილოგრამს იწონის.