როსი ჰანთინგტონი ერთ-ერთია იმ სუპერმოდელებს შორის, რომლებმაც პროფესიულ სფეროში წარმატებას გამოჩენისთანავე მიაღწიეს, რაც არაჩვეულებრივი გარეგნობისა და თავის სწორად მოვლის შედეგია. როგორც მოდელი თავად ამხელს, იდეალური სხეულის ფორმებს მკაცრი დიეტითა და ვარჯიშით ინარჩუნებს.
უაითლის რაციონი საკმაოდ შეზღუდულია, მან მთლიანად ამოიღო მენიუდან რძის პროდუქტები, ტკბილეული და ალკოჰოლური სასმელები.
„ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ გულით მჯერა, რომ როგორც კი შედეგს შეამჩნევ, ეს ყველაფერი სრულად გარდაგქმნის. ამას მთელი სხეულით ვგრძნობ, რაც მეხმარება თავი უფრო ძლიერად და ენერგიულად ვიგრძნო“ -აღნიშნა როზიმ.
დღე როზისთვის წყლის მიღებით იწყება და თვლის რომ დილის საუზმეც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც ცდილობს დილით მსუბუქად მაინც წაიხემსოს და მოხარშული კვერცხი მიირთვას
რაც შეეხება ფიტნესს, როზი იოგასა და პილატესს მიმართავს, რომელსაც იდეალურად ბრტყელი მუცლისთვის არაჩვეულებრივ გამოსავლად მიიჩნევს და მათ ვისაც სურს ვარჯიშით დაკავდეს, ურჩევს რომ Youtube-ზე ათწუთიანი ვარჯიშების სერიებს ადევნონ თვალი.