ორიგინალური, მარტივი და ეფექტური ხერხები, იმისთვის, რომ მაკიაჟი მოდური, ლამაზი და სწრაფად გასაკეთებელი იყოს.
#1 ფანქარი ლაინერად აქციეთ
თუ ჩვეულებრივი თვალის ფანქარი კარგად არ ხატავს, მისი წვერი ცეცხლით მოწვით.
#2 ჩრდილები მკაფიო და უფრო ნათელი გახადეთ
სანამ, თვალის მაკიაჟს მოიხატავთ, ჯერ თეთრი ფერის ფანქარი ან ლაინერი წაისვით, რათა მასზე დატანილი კონტურები და ჩრდილები უფრო მკაფიო გახდეს
#3 თვალის კონტურების სწრაფად დახატვის ხერხი
თუ ხელით დახატვა ხშირად არ გამოგდით, გამოიყენეთ ჩიას კოვზი - ხაზისთვის ტარი გამოიყენეთ, ხოლო დასრულებისთვის ოვალი.
#4 წაისვით ტუში ნაკვალევის გარეშე
კოვზის გამოყენების კიდევ ერთი ეფექტური ხერხი
#5 შეინარჩუნეთ ტუჩსაცხი დიდხანს
ტუჩსაცხის წასმის შემდეგ, ტუჩებზე თხელი ხელსახოცი მიიკარით (თუ ის 3 ნაწილისგან შედგება, გააცალკევეთ და მხოლოდ 1 ფენა გამოიყენეთ) და ფხვნილიანი ფუნჯი გადაისვით
#6 იდეალური კონტურების ტექნიკა
მიყევით სქემას
#7 შესძინე ტუჩებს სექსუალურობა
ფანქრით ზედა ტუჩზე X-ის ფორმა დაიხატეთ და ტუჩსაცხი შემდეგ წაისვით. ტუჩის ჩაღრმავება გაცილებით შესამჩნევი გახდება.
#8 გააკეთე პირადი ტუჩსაცხი
ვაზელინს დაუმატეთ თვალის ჩრდილი (ფხვნილის სახით) და თქვენს ექსკლუზიურ, პერსონალურ ტონალობას მიიღებთ.
#9 გაუხანგრძლივეთ ცხოვრება ტუშს
დაუმატეთ მას ხელოვნური ცრემლები ან ნებისმიერი თვალის წვეთები და ის უფრო დიდხანს გაგიძლებთ.
#10 სწორი ჩრდილები
თვალის ქუთუთოზე ჰეშთეგის ნიშანი დაიხატეთ და გაცრიცეთ.