53 წლის მსახიობი და მოდელი, რომელსაც მთელი მსოფლიო სილამაზის ეტალონად აღიარებს, 6 საიდუმლოს გვიმხელს, რომელიც საკუთარი უბერებელი იერის შენარჩუნებაში ეხმარება. „იკვებე, გიყვარდეს, იცხოვრე!“ - ეს გახლავთ მონიკას დევიზი და მისი ცხოვრების სტილი სწორედ აქედან გამომდინარეობს, გადავხედოთ რჩევებს, რომელსაც ის ქალბატონებს აძლევს.
1. სპორტი.
მონიკა არასდროს უარყოფდა, რომ სპორტი ჯანმრთელობისთვის უმნიშნელოვანესია, თუმცა ვერ შეძლო მონოტონური და დამღლელი აქტივობების შესრულება. „არ მსურს ყოველდღიურად ვარჯიში, არ მინდა მუდმივად ვაკვირდებოდე თუ რას მივირთმევ, რადგან არ მსურს თავი რობოტად ვიგრძნო. გამხდარი ვერასდროს ვიქნები, რადგან ბუნებით ზარმაცი ვარ და ჭამა ნამდვილად მიყვარს -აღნიშნა მსახიობმა. შესაბამისად მან ალტერნატიულ გამოსავალს მიაკვლია და ცურვით დაკავდა.
2.არა შიმშილს!
ფორმის შესანარჩუნებლად ქალების უმეტესობა მკაცრ დიეტას მიმართავს, მაგრამ მონიკა გამონაკლისია და ერთადერთი შეზღუდვა, რომელსაც საკუთარ თავს უწესებს მცირე ულუფები და ხილ-ბოსტნეულია.
3.წყალი.
როგორც ბევრი სხვა ვარსკვლავი, მონიკაც თვლის, რომ ლამაზი კანის საიდუმლო წყალშია. მსახიობი ცდილობს რაც შეიძლება დიდი დოზით მიიღოს წყალი, რათა ორგანიზმმა შეძლოს საკვების სწრაფად გადამუშავება და გაწმენდვა.
4.ცივი შხაპი
მონიკას თითოეული დილა ცივი შხაპით იწყება, რაც კანის ტონუსში მოყვანისთვის საუკეთესოა. სახის გასაწმენდად მონიკა ხშირად იყენებს თერმულ წყალსაც.
5. თმის მოვლა
ცნობილი მსახიობი თმას კვირაში მხოლოდ ორჯერ იბანს და ყურადღებას აქცევს შეიცავს თუ არა თმის მოვლის საშუალებები საზიანო ინგრედიენტებს. მონიკა თმის ფენით გაშრობასაც ერიდება, რათა ღერები დაზიანებებისგან დაიცვას. ბრწყინვალე ეფექტის მისაღებად კი, ზეითუნის ზეთს ხმარობს.
6. შავი სამოსი
უცნაურია, მაგრამ ლამაზი ფიგურისთვის ვარსკვლავი უბრალოდ შავი ფერის სამოსს არჩევს, რაც მისი აზრით, გაცილებით კომფორტულიც არის.